სიახლეები

ჰიპ-ჰოპის ლეგენდა, AKON თბილისში კონცერტს გამართავს

ჰიპ-ჰოპის ლეგენდა, AKON თბილისში კონცერტს გამართავს

თბილისი არენა, 23 მაისს AKON-ის მსმენელებით გაივსება! ჰიპ-ჰოპის ჟანრის გამორჩეული მომღერალი, ევროპის ტურის შემდეგ საქართველოს დედაქალაქსაც ეწვევა. მოძებნეთ კარადაში ჩაკარგული 2000იანების სტილის ტანსაცმელი, რადგან Akon-ის ცნობილი ჰიტები ამ დროში გადასასვლელად პორტალს გახსნის!

"ფუ" - მაია დარსმელიძე ახალი სიმღერით ბრუნდება!

"ფუ" - მაია დარსმელიძე ახალი სიმღერით ბრუნდება!

"ხელოვნება არის ის, რაც რჩება! რეალობის ასახვა კი არის ფუნდამენტური, მადლობა"- ასეთი გამოხმაურებები აქვს მაია დარსმელიძის ახალ სიმღერას, რომლის მეშვეობითად, მომღერალი მთელი საქართველოს ქალების სათქმელს, ხმამაღლა აჟღერებს. ერთი დღეა რაც სიმღერა YouTube პლატფორმაზე გამოჩნდა და მან უკვე 50 ათასზე მეტი ნახვა დაიმსახურა!

ტეილორ სვიფტი ერთდროულად ორი ალბომით ბრუნდება

ტეილორ სვიფტი ერთდროულად ორი ალბომით ბრუნდება

THE TORTURED POETS - დროის წარმავალი და ფატალისტური მომენტის ასახვის მცდელობა, რომელიც ერთდროულად სენსაციური და სევდიანია. მომღერალმა თავის ერთგულ მსმენელს სიურპრიზის სახით, ერთდროულად 31 სიმღერა აჩუქა. მან კიდევ ერთად დაამკტკიცა, რომ სახელი - ტეილორ სვიფტი, ნამდვილად მუსიკის ინდუსტრიის სინონიმია.

"რუსული კანონი", ვერსია #2 - ყველაფერი გასაგებ ენაზე!

"რუსული კანონი", ვერსია #2 - ყველაფერი გასაგებ ენაზე!

ყველასათვის გასაგებ ენაზე რომ განვმარტოთ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება ნიშნავს მონიტორინგის ამოქმედებას, რაც შეეხება ყველას, ვისაც რაიმე სახით მიუღია უცხოური დაფინანსება, მათ შორის ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოური კაპიტალით ფინანსდება (არასამთავრობო ორგანიზაციები, იურიდიული საკონსულტაციო ფირმები და ა.შ.).

3 პრეზიდენტი ერთ სცენაზე - ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანია

3 პრეზიდენტი ერთ სცენაზე - ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანია

აშშ-ში მიმდინარე არჩევნები მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ერთმანეთს მეორე ვადით არჩევაში ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტები - დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ეჯიბრებიან. რამდენიმე დღის წინ დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ღონისძიება გამართა. საღამო ნიუ იორკში, Radio City Music Hall-ში გაიმართა და ბაიდენთან ერთად მთავარი სტუმრები ბარაკ ობამა და ბილ კლინტონი იყვნენ.

I QUIT! მომღერალ LIZZO-ს მოულოდნელი განაცხადი

I QUIT! მომღერალ LIZZO-ს მოულოდნელი განაცხადი

ამერიკელი მომღერალი Lizzo, ინსტაგრამის მეშვეობით მოულოდნელ განაცხადს აკეთებს. ის ამბობს, რომ ტყუილებითა და ბრალდებებით დაიღალა და SHE QUITS. მუსიკის სამყარო და მისი გულშემატკივრები ცდილობენ, გაიგონ აპირებს თუ არა მომღერალი კარიერის დასრულებას, თუ ამ სიტყვების უკან სხვა გზავნილი იმალება.

ნიკა კვეკვესკირი - ერთიანი საქართველოს სიმბოლო

ნიკა კვეკვესკირი - ერთიანი საქართველოს სიმბოლო

26 მარტს, დინამო არენაზე სუნთქვაშეკრული, ფეხზე მდგომი საქართველო ერთი კაცის, ნიკა კვეკვესკირის სახით იდგა მოედანზე და გოლის გასატანად ემზადებოდა. კარში გასულმა ბურთმა ისტორიული გამარჯვების სურნელი დააყენა გარშემო. აფხაზეთმა თბილისის მოედანზე ის გოლი გაიტანა, რომელიც ქვეყანას ევროპაში წაიყვანს.

2024 წლის მარტი ქართული სპორტის თვეა

2024 წლის მარტი ქართული სპორტის თვეა

2024 წელი საქართველოს სპორტისთვის წარმატებებით დაიწყო: ილიას და მერაბის ტრიუმფი, ქალების ძიუდოში პირველი ოქრო, დიდი სპორტსმენების გაცილება, ბორჯღალოსნების დიდი გამარჯვება, გუნდური პირველი ადგილი და ქართული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე!

ქეით მიდლტონი სოციალური ქსელების ნამდვილ სახეს გვაჩვენებს

ქეით მიდლტონი სოციალური ქსელების ნამდვილ სახეს გვაჩვენებს

უელსის პრინცესა რამდენიმე თვიანი გაუჩინარების შემდეგ სამწუხარო ამბით გვიბრუნდება და სოციალ ქსელში მიმართვას ავრცელებს. ვიდეომ, რომელშიც ქეითი თავის სიმსივნის დიაგნოზზე საუბრობს, ერთ წამში დაადუმა მსოფლიო საზოგადოება, რომელიც ამ დროის განმავლობაში ჩართული იყო არაკორექტული ჭორებისა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში.

აშშ TIKTOK-ისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

აშშ TIKTOK-ისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

13 მარტს ამერიკელმა კონგრესმენებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ტიკტოკის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს. მათი თქმით ისინი ტიკტოკის წინააღმდეგ არ იბრძვიან და ამ კანონპროექტს სიტყვის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ის ემსახურება ამერიკელი მოქალაქეების პირადი ინფორმაციის დაცვას და კიბერ უსაფრთხოების გაძლიერებას.

ზევით