BANKSY-მ საკუთარი ვინაობა 2003 წელს BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში გაამხილა
#მხატვრობაწარმოიდგინეთ, ორი ათწლეულის განმავლობაში გქონდეთ ექსკლუზივი, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი გრაფიტის არტისტის ვინაობის შესახებ და ის მხოლოდ ახლა აღმოაჩინოთ. BBC-ის თანამშრომლებისთვის ეს ნაცნობი გრძნობაა. მათ 20 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ 2003 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ BBC-მ იცოდა Banksy-ის სახელი, თუმცა ეს ინტერვიუ არასდროს გამოუქვეყნებიათ.