#ცნობილები #მუსიკა

I QUIT! მომღერალ LIZZO-ს მოულოდნელი განაცხადი

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

უკვე დიდი ხანია, რაც მომღერალი ლიზო თავისი გულწრფელობისა და ნიჭის დახმარებით, მსოფლიო საზოგადოების სიყვარულს იმსახურებს. ინსტაგრამზე მისი გუშინდელი განაცხადი კი, გამომწერებისთვის და მუსიკის მოყვარულებისთვის მოულოდნელი და დამაბნეველი აღმოჩნდა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Lizzo (@lizzobeeating)

"უკვე ძალიან დამღლელია ჩემს ცხოვრებასა და სოციალურ ქსელში უარყოფითი დამოკიდებულის ატანა. მე მხოლოდ მუსიკის კეთება, ადამიანების გაბედნიერება და სამყაროს უკეთეს ადგილად ქცევა მსურს. მაგრამ, უკვე შეგრძნება მიჩნდება რომ სამყაროს არ სურს ჩემი აქ ყოფნა." განცხადებაში ლიზო მისკენ მიმართულ დამცინავ კომენტარებსა და ტყუილებზე საუბრობს და წუხს, რომ მის პიროვნებას ისეთი ადამიანები განსჯიან, რომლებიც მომღერალს საერთოდაც არ იცნობენ.

"მე საქმიანობა ამ ყველაფრისთვის არ დამიწყია, I quit."

რა იმალება სიტყვებში "I quit" ჯერ კიდევ გაურკვეველია. რისგან დანებებას აპირებს მომღერალი? რომელი საქმიანობის შეწყვეტას გეგმავს? თავისი მუსიკალური კარიერა სრულდება თუ თავისი ბრენდის საქმიანობა? მომღერალი ზუსტ დეტალებზე არ საუბრობს და კომენტარს ცნობილ ჟურნალ-გაზეთებთანაც არ აკეთებს. თუმცა შესაძლოა, მისი ეს განცხადება ბოლო დროს დატრიალებულ სკანდალსა და ლოს-ანჯელესის შტატში აღძრულ სასამართლო პროცესს დავუკავშიროთ.

სარჩელის თანახმად, არიანა დეივისი, კრისტალ უილიამსი და ნოელ როდრიგესი აცხადებდნენ, რომ მომღერალთან მუშაობისას ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციას, სექსუალურ და რელიგიურ შევიწროებას განიცდიდნენ. მოსარჩელეებს Lizzo-ს ყოფილი თანამშრომლებიც გვერდით დაუდგენენ. ამას დაემატა დოკუმენტალისტ, სოფია ალისონის განაცხადიც, რომ იგი მზად იყო შეეწყვიტა მომღერლის შესახებ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა, მას შემდეგ, რაც შეესწრო, თუ „როგორი ამპარტავანი, ეგოცენტრული და არაკეთილსინდისიერია იგი [ლიზო]“.

ბუნებრივია, ლიზო ამ ბრალდებებისგან თავს იცავდა : „სენსაციურ ამბებს ჰყვებიან ის თანამშრომლები, რომლებიც საჯაროდ აღიარებენ, რომ რამდენჯერმე თავადვე იყვნენ გაფრთხილებულები, რომ მუსიკალური ტურის განმავლობაში მათი საქციელი შეუსაბამო და არაპროფესიონალური იყო."

”ჩემი სამუშაო ეთიკა, მორალი და პატივისცემა ეჭვქვეშ დადგა” - წერდა ლიზო, 2023 წლის აგვისტოს პოსტში.

"მე ვცდილობდი არ მქონოდა რეაგირება ცრუ ბრალდებებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში, რაც ხდება ზედმეტად დაუჯერებელია და აუცილებლად უნდა დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია."

მას შემდეგ, ამ საკითხმა ნელ-ნელა აქტუალობა დაკარგა და მომღერალი საზოგადოებაში ახალი საქმიანობით გამოჩნდა. ის ჭარბ წონიანი ადამიანების უფლებებს ყოველთვის აქტიურად იცავდა. სწორედ ამის გამო, მან ნებისმიერი წონის ადამიანისთვის ინკლუზიური, საცურაო კოსტიუმებისა და სხვა ტიპის სამოსის ბრენდი, YITTY შექმნა. ბრენდზე საუბრისას, ნიუ-იორკ ტაიმსთან ინტერვიუში ლიზო ასეთ რამეს ამბობს:

"ჩემი სხეული არავის საქმე არაა"

ასეთი განცხადებები ლიზოს ხშირად ახასიათებს, შესაბამისად საზოგადოებას უჭირს, მისი მხრიდან რაიმე დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი მოპყრობის დაჯერება. ამას უკანასკნელი პოსტის ქვეშ გამოჩენილი კომენტარებიც მოწმობს. ზოგიერთი ფანი იმასაც ფიქრობს, რომ მომღერალი ახალ ალბომს ამზადებს, სახელად I Quit. ზოგიც ლიზოს ამხნევებს და ეუბნება, რომ ხალხს ის უყვარს და ყველა მზად არის მისი რეპუტაცია და კარიერა დაიცვას. ალბათ მალე გავიგებთ, თუ როგორია მომღერლის გეგმები და რას უნდა ველოდოთ მისგან უახლოეს მომავალში.

ზევით