#მუსიკა

ტეილორ სვიფტი ერთდროულად ორი ალბომით ბრუნდება

გაზიარება:

ტეილორ სვიფტის ახალი ალბომი, Tortured Poets უკვე მილიონობით ნახვას აგროვებს. სვიფტის უახლესი ალბომი 19 აპრილს, ორ ნაწილად გამოვიდა.The Tortured Poets Department და The Tortured Poets Department: The Anthology, ორი საათის დაშორებით გამოჩნდა ტეილორის ვებ-გვერდებზე. ეს ორი ალბომი, მსმენელისთვის მოულოდნელი საჩუქარი იყო და ყველა მათგანის ფლეილისთში 31-მა ახალმა სიმღერამაც დაიდო ბინა.

ალბომში შემავალ სიმღერებს შორისაა ის ოთხი ტრეკიც, რომლებიც ადრე ექსკლუზიურად მხოლოდ CD ვარიანტებად იყო გამოცემული. მომღერალმა ესეც არ იკმარა და დღის ბოლოს youtube-ზე ალბომის მთავარი სინგლის - Fortnight მუსიკალური კლიპიც გააზიარა, რომელშიც Post Malone-ც მონაწილეობს. სვიფტმა თავის ალბომს ინსტაგრამზე პოსტი მიუძღვნა.

მომღერლისთვის “წამებული პოეტები” დროის წარმავალი და ფატალისტური მომენტის ასახვის მცდელობაა, რომელიც ერთდროულად სენსაციური და სევდიანია.

როგორც ტეილორს სჩვევია, ალბომი ყველანაირ რეკორდებს ხსნის. Tortured Poets-ს 2024 წელს, ერთი დღის განმავლობაში ყველაზე მეტჯერ მოუსმინეს. რიგით მე-14 გრემის ჯილდოს დამსახურების შემდეგ, ტეილორმა ახალი ალბომი დააანონსა, თუმცა ფანები ორმაგ ალბომს და 31 სიმღერას არ ელოდნენ.

ტეილორი გრემის დაჯილდოვებაზე

ტეილორის ახალ სიმღერებზე აზრი ორად გაიყო. ზოგიერთი კრიტიკოსისთვის ეს ალბომი იმის მიმანიშნებელია, რომ მომღერალს აშკარად დასვენება სჭირდება და სჯობს, ცოტა ხანს მუსიკის წერას შეეშვას. თუმცა რთულია ამ მოსაზრებას დაეთანხმო, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მომღერალი 31 სიმღერას აქვეყნებს და თითოეული მათგანი საოცარი სიტყვებით, ფრაზებით, ეპითეტებითა და რეფერენსებითაა გაჟღენთილი. ამ ალბომით ტეილორი ამტკიცებს, რომ 34 წლის მომღერალს კუთხეში ვერავინ მოამწყვდევს, იარლიყებს ვერავინ მიაკერებს და პროფესიონალიზმს ვერავინ დაუწუნებს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Taylor Swift (@taylorswift)

 

ის პოეტური სიმღერების წერის პიკშია და ეს ალბომი იმ ჟანრების შერწყმაა, რომლებშიც იგი წლებია ექსპერიმენტებს ატარებს. ეს მისი პიროვნებისა და შემოქმედების ჰიმნია, სადაც მსმენელს პირად ცხოვრებაზე, საინტერესო ამბებზე, ემოციებზე უყვება. რთულია ისეთი თანამედროვე მომღერლის მოძებნა, რომელიც სიმღერების მხატვრულად წერაში ტეილორს კონკურენციას გაუწევს. თავად ტეილორისთვის ასეთი Post Malone გახლავთ და სწორად მასთან კოლაბორაციაც შემოგვთავაზა.

ამ ალბომში ყველაზე სევდიანი და მომხიბვლელი ლექსებია გაერთიანებული, რაც მისგან ოდესმე მოგვისმენია. ის მღერის ისეთ ტექსტებს, რომლებიც დეპრესიულ მდგომარეობას ასახავს, თუმცა ამავდროულად ყველაზე ოპტიმისტური ტექსტები ახლავს თან. მოსმენისას ვერ ვიგებთ, უნდა გავიღიმოთ, ვიცინოთ თუ პირიქით, ვიტიროთ. თითოეული სიმღერა ემოციების ქარცეცხლში გვახვევს.

სჯობს, თავად მოუსმინოთ ტეილორის ახალ სიმღერებს და ნახოთ, ამჯერად რა გამოცანები ჩააქსოვა მომღერალმა სტრიქონებსა და მელოდიებში. მე კი ერთი გამოცანის ამოხსნაში დაგეხმარებით. გეცოდინებათ, თუ როგორ უყვარს ტეილორს მსოფლიო ლიტერატურა და განსაკუთრებით ბერძნული მითოლოგია. ამ ალბომში, გვხვდება სიმღერა "კასანდრაზე", რომელიც ტროელი პრინცესა იყო და წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონდა. ტრაგიკულია მისი ამბავი, რადგან კასანდრა აპოლონმა დაწყევლა, რომ მის წინასწარმეტყველებებს არავინ, არასოდეს დაიჯერებდა. ტეილორი კი კასანდრაზე შემდეგი სიტყვებით გვიყვება.

So, they killed Cassandra first, ’cause she feared the worst. 

And tried to tell the town.

So they filled my cell with snakes, I regret to say.

Do you believe me now?”

 

ზევით