ჩვენ შესახებ

The Diary ახალი ქართული ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ახალი ამბების, ცხოვრების სტილის, ბიზნესის, კულტურის, თუ გასტრონომიის სამყაროში ჩვენი მკითხველისთვის პერსონალური გზამკვლევის როლს ირგებს. 

ჩვენი მთავარი მისია მკითხველის მოტივაცია, გამორჩეულად საინტერესო კონტენტის შექმნა და ცხოვრების იმ მარტივი სტილის კარნახია, რომელიც ყველასთვისაა მიღწევადი.

შექმნილია ქალების მიერ

The Diary-ის მუდმივი გუნდი ქნის, თუმცა ჩვენს პლატფორმას სხვადასხვა სფეროს იმ ექსპერტებსაც ვუთმობთ, რომლებიც ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე  პოზიციონირებენ.

იფიქრე ჩვენზე, როგორც მეგობარზე!

საინტერესო ადამიანების, კულტურული, თუ სოციალური მოვლენების, ბიზნეს სიახლეებისა და სხვა საინტერესო თემების გარდა, The Diary 21-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს ეხმაურება. ჩვენი ვებ პლატფორმა პირველია, რომელმაც მენიუში სპეციალური განყოფილება Start up ბიზნესების წასახალისებლად დაამატა. 

შენ ხარ თავდაჯერებული, შენ ხარ გამორჩეული, შენ ხარ ღირსეული!

რუბრიკაში GOGO! იმ ქალებს გაიცნობთ, რომლებიც უამრავი სირთულის მიუხედავად, ახალ კომპანიებს, თუ ბრენდებს საკუთარი ძალებით ქმნიან. 

თანამედროვე მედია საშუალება ონლაინ მარკეტინგის მიმართულებით უამრავ ინოვაციურ პროდუქტს შემოგთავაზებთ და ციფრულ სამყაროში მოგზაურობას თქვენთვის უფრო საინტერესოს და კომფორტულს გახდის.  

ზევით