ჰიპ-ჰოპის ლეგენდა, AKON თბილისში კონცერტს გამართავს

ჰიპ-ჰოპის ლეგენდა, AKON 23 მაისს, თბილისი არენაზე კონცერტს გამართავს. ამ საღამოს, ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ქართული ბენდი, Killages გახსნის. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია! 

მომღერალი, რომელიც წარმოშობით სენეგალიდანაა, პოპულარული ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა. უკვე ორ დეკადაზე მეტია, რაც Akon-ი ჰიპ-ჰოპ და R&B-ი მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე მოსმენად რეპერტუარს ქმნის. მისი ცნობილი სიმღერებია "Lonely", "Smack That", and "I Wanna Love You”. პოპულარობა მან სინგლით "Locked Up" მოიპოვა, რომელიც მომღერლის 2004 წლის სადებიუტო ალბომიდან Trouble არის.

 

ეიკონმა მეორე ალბომის გამოშვების შემდეგ გრემის ნომინაციაც დაიმსახურა. დღეის მონაცემებით კი, 5 გრემის მფლობელია და მის ანგარიშზე 35 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომია. კარიერის მანძილზე Akon-მა არაერთ ლეგენდარულ არტისტთან ითანამშმრომლა. მათ შორისაა, მაიკლ ჯექსონი, სნუპ დოგი, ლეიდი გაგა, 50 ცენტი, ემინები და დავიდ გეტა. Akon-ი მუსიკის ინდუსტრიაში მუშაობის გარდა, საზოგადოებრივი საქმიანობითაცაა დაკავებული. 2014 წლიდან მისი პროექტი - Akon Lighting Africa აფრიკის 15 ქვეყანაში მზის ენერგიის მეშვეობით ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს. 

Akon-ის მუსიკლაური ოსტატობა იდეალურად ჩანს ცოცხალი შესრულების დროს. მისი ვოკალური მონაცამები, თუ საინტერესო და მოულოდნელი შოუს ელემენტები, მომღერალს დაუვიწყარ შემსრულებლად აქცევს. ის ყოველთვის ახერხებს აუდიტორია კონცერტის ტალღაში ჩართოს და დაუვიწყარი პერფორმანსი შექმნას. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by TheDiary (@thediaryge)

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Akon 23 მაისს, თბილისი არენაზე კონცერტს გამართავს. არ გამოაკლდეთ სეზონის ყველაზე ხმაურიან კონცერტს და მოისმინეთ 2000-იანების ჰიტები ცოცხალი შესრულებით. ჩვენ კი გირჩევთ, 2000-იანების მოდის ინსპირაციითაც გამოეწყოთ და რამდენიმე საათით, ამ ეპოქაში Akon-თან ერთად იმოგზაუროთ. 

  

ზევით