"ფუ" - მაია დარსმელიძე ახალი სიმღერით ბრუნდება!

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

"ნეტა არ გავხდე დილის სტატისტიკა, ფემიციდის"

მაია დარსმელიძე,  ქართული როკის ღირსეული წარმომადგენელი, ახალი სიმღერით გვიბრუნდება. არტისტი თავის პოლიტიკურ შეხედულებებს ყოველთვის ღიად აფიქსირებდა და არც ახალი კლიპი გახლავთ განსხვავებული. 

"საკუთარი სიმართლე უნდა გქონდეს და ცოტა მეამბოხე უნდა იყო!"

მაოს მუსიკა სულის ამბოხია და მის სიმღერებში მომღერლის მსოფლმხედველობა ყველაზე კარგად ჩანს. ახალ კლიპში, რომელიც მსმენელს მაია დარსმელიძემ დიდხნიანი პაუზის შემდეგ შესთავაზე, ტკივილი, შეძახილი, მოწოდება გამოფხიზლებისკენ - ყველაფერი ერთადაა გაერთიანებული.

სოციალურ ქსელში მაოს ახალ სიმღერას ქალების დიდი მხარდაჭერა მოჰყვა, და არამხოლოდ, ზოგადად იმ ადამიანების, ვისაც საქართველოში გენდერული საკითხების სიმწვავე ადარდებს. ყველა სფეროში უნდა გვყავდეს ქალი თუ კაცი, რომლებიც რიგ-რიგობით გაანადგურებენ იმ სტერეოტიპებს რომ ქალი უთქმელი და ჩაგრული არსებაა. არა, ასე არ არის! 

მაოს ახალი სიმღერა ხმის ამაღლება კი არადა "კივილია" ფემიციდზე. ის კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს, თუ რამდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. სულ რამდენიმე დღის წინ გააუქმა პარლამენტმა გენდერული კვოტირების კანონი. და ამ დროს, საქართველოს ყოველ მეოთხე ქალს ერთი სახის ძალადობა მაინც გამოუცდია ცხოვრების მანძილზე. ახალი კლიპითა და მისი შემოქმედებით მაია დარსმელიძე ამტკიცებს, რომ ის ქალების ხმის ღირსეული წარმომადგენელია. ამას კი სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარებიც ადასტურებს.

"მხოლოდ იმას არ მოეწონება, ვინც სიმართლეს საბნის ქვეშ ემალება"; "ხელოვნება არის ის რაც რჩება! რეალობის ასახვა კი არის ფუნდამენტური, მადლობა"; 

FU(ფუ) ასე ჰქვია სიმღერას, თუ ჯერ კიდევ არ მოგისმენიათ, რას ელოდებით! თავად შეაფასეთ მაოს comeback-ი.

 

ზევით