კამალა vs ტრამპი - საპრეზიდენტო დებატების ჩემპიონი ვიცე პრეზიდენტია
2024 წლის საპრეზიდენტო დებატებში კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი "გაანადგურა". ვიცე პრეზიდენტს კი საჯარო მხარდაჭერა ტეილორ სუიფტმა გამოუცხადა.
კრიპტოვალუტა ვალუტის ციფრული ფორმაა. მისი გამოყენება ონლაინ პლატფორმების მეშვეობითაა შესაძლებელი, თანაც ისე, რომ შუამავლის, როგორიცაა მაგალითად ბანკი, დახმარება არ გვჭირდება. კრიპტოვალუტას შესაძლებელია ინვესტიციის სახითაც ფლობდეთ.
როგორ მუშაობს კრიპტოვალუტა?
კრიპტოვალუტა ციფრული ფულის სხვადასხვა ფორმაა, რომელიც, როგორც წესი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ეფუძნება. ბლოკჩეინის ტექნოლოგია კრიპტოვალუტას, როგორც ტრანზაქციების დამოუკიდებლად შესრულების საშუალებას, არსებობის შესაძლებლობას უქმნის. ეს ნიშნავს, რომ არანაირი ცენტრალიზებული ორგანო არ არსებობს, რომელიც კრიპტოვალუტის ბლოკჩეინზე ტრანზაქციებს გააკონტროლებს.
ინვესტირებისთვის საუკეთესო კრიპტოვალუტის არჩევისას, მნიშვნელოვანია თქვენი ინდივიდუალური მიზნები გაითვალისწინოთ. ამასთანავე, უნდა დარწმუნდეთ რომ თქვენთვის სასურველი კრიპტო უსაფრთხო და დაცულია. თქვენ კრიპტო ვალუტის შეძენა შეგიძლიათ ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა Coinbase, Kraken ან Gemini. გარდა ამისა, შეგიძლიათ დაიხმაროთ ზოგიერთი ბროკერი, როგორიცაა WeBull და Robinhood. შემდეგ, აუცილებლად გაეცანით კრიპტოვალუტის გადასახადის წესებს. კრიპტოვალუტა განიხილება არა როგორც ნაღდი ფული, არამედ როგორც კაპიტალის აქტივი. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ კრიპტოვალუტას მოგების მიზნით ყიდით, მოგიწევთ კაპიტალის მოგების გადასახადი გადაიხადოთ.
ახლა კი, გაგაცნობთ დღევანდელი ბაზრის მდგომარეობით, 10 ყველაზე ცნობილ და უსაფრთხო კრიპტო ვალუტას.
Bitcoin (BTC)
2009 წელს სატოში ნაკამოტომ ბიტკოინი (BTC), ორიგინალი კრიპტოვალუტა შექმნა. ისევე, როგორც კრიპტოვალუტების უმეტესობის შემთხვევაში, BTC ბლოქჩეინზე მუშაობს, ან ტრანზაქციების საერთო მონაცემებში, რომელიც ათასობით კომპიუტერულ ქსელშია განაწილებული. საერთოდან გადანაწილებული და დეცენტრალიზებული მონაცემები კრიპტოგრაფიული თავსატეხების მეთოდით მოწმდება, რაც ყველაზე რთული და დაცული პროცესია, შესაბამისად ბიტკოინს თაღლითებისგან დაცულ, ყველაზე მომგებიან კრიპტოვალუტად აქცევს. ბიტკოინის ფასის მკაფიო ზრდას საზოგადოებაში მისმა პოპულარობამ შეუწყო ხელი. 2016 წლის მაისში ერთი ბიტკოინი დაახლოებით 500 აშშ დოლარი ღირდა. 2024 წლის 2 აპრილისთვის, ერთი ბიტკოინის ფასი დაახლოებით $64,86 გახდა.
Ethereum (ETH)
Ethereum როგორც კრიპტოვალუტა, ამასთან ერთად ბლოკჩეინის პლატფორმაა. ის პროგრამების დეველოპერების საყვარელი გამოგონება გახლავთ. განსაკუთრებით წარმატებით მუშაობს მისი ორი აპლიკაცია, ერთი ე.წ. ჭკვიანი კონტრაქტორია, რომელიც მას შემდეგ, რაც ხელშეკრულების ყველა პირობა სრულდება, ავტომატურად იწყება მისი სისრულეში მოყვანის პროცესიც. მეორე NFT გახლავთ. 2016 წლის აპრილიდან 2024 წლის აპრილის ბოლომდე, მისი ფასი დაახლოებით $11-დან $3,268-მდე გაიზარდა, ეს კი 30 პროცენტიანი ზრდაა. ეთერიუმის საბაზრო კაპიტალი 392.4 მილიარდ დოლარს შეადგენს, წლიური შესავალი კი 81%-იან ზრდას განიცდის.
Tether (USDT)
სხვა კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, Tether (USDT) არის სტაბილკოინი, რაც იმას ნიშნავს, რომ მის სტაბილურობას ხელს უწყობს ისეთი დიდი ვალუტები, როგორიცაა ევრო, ან აშშ დოლარი. ამის გამო, ჰიპოთეტურად რომელიმე ამ ვალუტის მიმართებით მონეტის ღირებულის შენარჩუნება ხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Tether-ის ღირებულება გაცილებით პროგნოზირებადი და სტაბილურია, ვიდრე სხვა კრიპტოვალუტების. ამ ყოველივეს გამო მას ის ინვესტორები ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც ვალუტის ცვლილების გამო გადაწყვეტილებების მიღებას ფრთხილობენ. სტაბილკოინის საბაზრო კაპიტალი 105 მილიარდი დოლარია, ხოლო ვალუტის შინაარსიდან გამომდინარე, წლიური შემოსავალი 0%-ია.
Binance coin (BNB)
Binance Coin (BNB) არის კრიპტოვალუტის ფორმა, რომელიც Binance-ზე გამოიყენება, ის მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილესი კრიპტო ბაზარია/ბირჟაა. Binance Coin 2017 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ნელ-ნელა ძალიან დიდი მასშტაბით ფართოვდება. ახლა მისი გამოყენება ვაჭრობისთვის, გადასახადების გადასახდელად, მოგზაურობის დასაგეგმად და სხვა ოპერაციების შესასრულებლადაა შესაძლებელი. ასევე შესაძლებელია მისით ვაჭრობა და გაცვლა კრიპტოვალუტის სხვა ისეთ ფორმებში, როგორიცაა Ethereum, ან bitcoin. BNB-ის ფასი 2017 წელს მხოლოდ $0,10 იყო. 2024 წლის აპრილის ბოლოს, მისი ფასი დაახლოებით 549 დოლარამდე გაიზარდა, ეს კი 549,223% მოგების შესაძლებლობას აძლევდა თავდაპირველ შემსყიდველებს. საბაზრო კაპიტალი 82 მილიარდი დოლარია, წლიური შემოსავლის 76%-იანი ზრდით.
Solana (SOL)
სოლანა დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) გამოყენების, დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApps) და ჭკვიანი კონტრაქტების ხელშესაწყობად შეიქმნა. Solana უნიკალური ჰიბრიდული მექანიზმებით მუშაობს, რათა ტრანზაქციები სწრაფად და უსაფრთხოდ შეასრულოს. ის 2020 წელს შეიქმნა და მაშინ მისი ფასი $0,77-დან იწყებოდა. 2024 წლის აპრილის ბოლოს, დაახლოებით $177,18 გახდა, მოგება კი 22% გამოდის. ვალუტის საბაზრო კაპიტალი 78 მილიარდი დოლარია.
U.S. Dollar Coin (USDC)
Tether-ის მსგავსად, USD Coin-იც სტაბილური მონეტაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ზურგს აშშ დოლარი უმაგრებს, რათა კურსი 1 აშშ = 1 USDC შეინარჩუნონ. USDC იკვებება Ethereum-ით და იგი საერთაშორისო ტრანზაქციების შესასრულებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მისი საბაზრო კაპიტალი 32 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნულოვანი მოგებით წელიწადში.
XRP
XRP კრიპტოვალუტად Ripple-მა, ციფრული ტექნოლოგიებისა და გადახდის დამუშავების კომპანიამ შექმნა. XRP ამ ქსელში სხვადასხვა ტიპის ვალუტებისა და კრიპტოვალუტების გაცვლის ხელშეწყობისთვის გამოიყენება. 2017 წლის დასაწყისში XRP-ის ფასი $0.006 იყო. 2024 წლის 2 აპრილისთვის ფასმა 0,58 დოლარს მიაღწია, რაც დაახლოებით 10%-იან ზრდას უდრის. მისი საბაზრო კაპიტალი 32 მილიარდი დოლარია, 13%იანი წლიური შემოსავლის ზრდით.
Dogecoin (DOGE)
Dogecoin-ის ისტორია ხუმრობით 2013 წელს დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტად გადაიქცა. ბევრი სხვა კრიპტოსგან განსხვავებით, შეზღუდვა ამ ვალუტის რაოდენობაზე არ არსებობს, თუმცა ეს იმ რისკსაც აჩენს, რომ ბაზარზე მიწოდების ზრდამ შეიძლება ვალუტის ღირებულების დაცემა გამოიწვიოს. Dogecoin-ის ფასი 2017 წელს $0.0002 იყო. 2024 წლის აპრილისთვის კი $0.18 (90%-ით მეტი). საბაზრო კაპიტალი 26 მილიარდი დოლარია.
Cardano (ADA)
კარდანო (ADA) proof-of-stake validation მეთოდით გამოირჩევა. ეს მეთოდი ტრანზაქციის დროს აჩქარებს. ამასთანავე, ის ენერგიის მოხმარებას და გარემოზე ზემოქმედებას ამცირებს ისეთი ტრანზაქციების დროს, რომლებსაც, მაგალითად ბიტკოინით ვაჭრობისას ვახორციელებთ. კარდანო, Ethereum-ის მსგავსად, დეცენტრალიზებულi აპლიკაციების პოპულარიზაციას ეწევა და ჭკვიანი კონტრაქტების ფუნქციაც აქვს. Cardano-ს სხვა კრიპტო მონეტებთან შედარებით მცირე ზრდა აქვს. 2017 წელს ADA-ს ფასი $0.02 იყო. 2024 წლის 2 აპრილისთვის კი $0,58. ეს დაახლოებით 3 პროცენტიანი ზრდაა. საბაზრო კაპიტალი 20,6 მილიარდი დოლარია, წლიური შემოსავალი 46%-ით იზრდება.
Avalanche (AVAX)
Avalanche-ს ორი უპირატესობა აქვს, ტრანზაქციის მაღალი სიჩქარე და ტრანზაქციის დაბალი საკომისიო. TVL დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლში დეპონირებული კრიპტო აქტივების ჯამური ღირებულებაა, როგორიცაა ფსონი, კრედიტები და სხვა. Avalanche ვალუტას კი ამ აქტივებში საკმაოდ მყარი და მაღალი ღირებულება აქვს. კრიპტომონეტის ფასი დღეს სულ რაღაც 46 დოლარია. ვალუტის საბაზრო კაპიტალი 17 მილიარდ დოლარს შეადგენს და წლიურად 169%-ით იზრდება.