სიახლეები

She is the moment! She is the Diva! ლელა წურწუმიას ახალი კლიპი

She is the moment! She is the Diva! ლელა წურწუმიას ახალი კლიპი

15 საათის წინ, ლელა წურწუმიას ახალი კლიპის პრემიერა მის საავტორო გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ და შემდეგ უკვე Youtube-ზეც შედგა. მუსიკალურ კლიპს უკვე 17 ათასზე მეტი ნახვა აქვს და მისი რაოდენობა ყოველ წუთში იზრდება.

როგორ დავინახეთ ჩრდილოეთის ციალი „ავრორა“ საქართველოდან?

როგორ დავინახეთ ჩრდილოეთის ციალი „ავრორა“ საქართველოდან?

5 ნოემბერს ღამით, სოციალური ქსელები ყაზბეგის, რაჭისა და უშბის თავზე აკიაფებული წითელი ცის ფოტოებით რომ გადაჭრელდა, ალბათ ყველამ ის გავიფიქრეთ, რომ საქმე მორიგ ფეიკ ნიუსთან გვქონდა. თუმცა, მალევე დავრწმუნდით, რომ პოლარული ნათება „ავრორა“, ჩრდილოეთიდან საკმაოდ შორს, საკუთარი ფეხით ჩამობრძანებულა საქართველოში.

ისტორიულ ვიდეოთამაშს - Age of Empires II საქართველოს სამეფო დაემატა

ისტორიულ ვიდეოთამაშს - Age of Empires II საქართველოს სამეფო დაემატა

პოპულარული ისტორიული ვიდეოთამაშების სერიას - Age of Empires-ის ახალ DLC-ის საქართველოს სამეფოც დაემატა. "ლეგენდარული მოგზაურობის დასაწყებად მოემზადეთ, რადგან "The Mountain Royals" DLC - Age of Empires II-ს წარმოგიდგენთ. გახსენით ორი ღირსშესანიშნავი ცივილიზაციის: სომხებისა და ქართველების, მდიდარი წარსული, უთქმელი ისტორიები და გადაეშვით თამარის, თოროს დიდის და ისმაილის ლაშქრობებში" - ვკითხულობთ თამაშის ოფიციალურ აღწერაში.

Sorry ladies! დავით ნინიაშვილი დაინიშნა

Sorry ladies! დავით ნინიაშვილი დაინიშნა

ქართული რაგბის ახალგაზრდა ვარსკვლავმა, დავით ნინიაშვილმა გასულ ღამეს რჩეულს ხელი სთხოვა. სპორტსმენის და მისი რჩეულის Instagram გვერდებზე ფოტო გამოჩნდა, სადაც მუხლზე დაჩოქილ ნინიაშვილს ხელში ნიშნობის ბეჭდის ყუთი უჭირავს. ცნობილი მორაგბის მეორე ნახევარი look models-ის მოდელი, ლინდა ინაშვილია.

ანია ტეილორ-ჯოისა და მალკოლმ მაკრეის ვენეციური ქორწილი მე-15 საუკუნის Palazzo Pisani Moretta-ში

ანია ტეილორ-ჯოისა და მალკოლმ მაკრეის ვენეციური ქორწილი მე-15 საუკუნის Palazzo Pisani Moretta-ში

ანგლო-არგენტინელი მსახიობი, ანია ტეილორ-ჯოი და მუსიკოსი მალკოლმ მაკრეი 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, იტალიის რომანტიკულ ქალაქში დაქორწინდნენ. ქორწილი, ვიწრო წრეში გაიმართა. ანიასა და მალკოლმის სიყვარულის დღეს სულ 150 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ წყვილის უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები.

Netflix-ის ახალი ფილმის პრემიერას ბექჰემების ოჯახის სრული შემადგენლობა დაესწრო

Netflix-ის ახალი ფილმის პრემიერას ბექჰემების ოჯახის სრული შემადგენლობა დაესწრო

სრული შემადგენლობით, ბექჰემების ოჯახი გასულ ღამეს ლონდონში, წითელ ხალიჩაზე, დევიდ ბექჰემის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Beckham-ის პრემიერაზე გამოჩნდა. Beckham-ი Netflix-ის ოთხი მინი სერიისგან შემდგარი დოკუმენტური ფილმია, რომელიც ბრიტანელი ფეხბურთელის აღზევებისა და თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპორტსმენად (როგორც მოედანზე ასევე მის გარეთ) ჩამოყალიბების ისტორიას გვიამბობს.

ყველაფერი, რაც The Voice-ისა და ქართველი მონაწილის - ნინი ბრეგვაძის შესახებ უნდა იცოდეთ

ყველაფერი, რაც The Voice-ისა და ქართველი მონაწილის - ნინი ბრეგვაძის შესახებ უნდა იცოდეთ

სექტემბრის ბოლოდან “ქართველობის” გამოჩენა კიდევ ერთხელ მოგვიწევს. მეგა მუსიკალურ პროექტში ჩვენი მორიგი თანამემამულე მიიღებს მონაწილეობას. ნინი ბრეგვაძე, რომელსაც საზოგადოება ქართული X ფაქტორიდან იცნობს, ამერიკული The Voice-ის სცენაზე იმღერებს.

მილა კუნისი და ეშტონ კაჩერი, დენი მასტერონის მხარდასაჭერი წერილებისთვის, ბოდიშს იხდიან

მილა კუნისი და ეშტონ კაჩერი, დენი მასტერონის მხარდასაჭერი წერილებისთვის, ბოდიშს იხდიან

მილა კუნისი და ეშტონ კაჩერი მთელი ძალიც ცდილობენ საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება აირიდონ თავიდან, თუმცა ჯერჯერობით, ეს ვერც საბოდიშო ვიდეომიმართვით ვერ მოახერხეს. ყველაფერი კი მსახიობების მიერ ლოს-ანჯელესის სასამართლოში გაგზავნილი სახასიათო წერილებით დაიწყო, რომელიც მათი ყოფილი კოლეგის დენი მასტერონის მხარდასაჭერად გაგზავნეს.

ყველაფერი, რაც Apple-ის ახალი პროდუქტების შესახებ უნდა ვიცოდეთ

ყველაფერი, რაც Apple-ის ახალი პროდუქტების შესახებ უნდა ვიცოდეთ

ტრადიციისამებრ, სექტემბერი Apple-ის ახალი პროდუქტების წარდგენის თვეა! გუშინ, 12 სექტემბერს, კომპანიის სათაო ოფისიდან, სამყარომ ყველა ის პროდუქტი გაიცნო, რომელიც 22 სექტემბრიდან ჩაეშვება გაყიდვაში, მათ შორის ახალი iPhone 15, Apple-ის საათები და ყურსასმენები. რა უნდა ვიცოდეთ გუშინდელი პრეზენტაციიდან?

ვინ არის ლეონარდო დიკაპრიოს ახალი რჩეული?

ვინ არის ლეონარდო დიკაპრიოს ახალი რჩეული?

ლეონარდო დიკაპრიო ახალ მეგობარ გოგოსთან ერთად ესპანეთში, ღამის კლუბში დააფიქსირეს. 48 წლის მსახიობი ამჯერად 25 წლის მოდელს - ვიტორია ჩერეტის ხვდება. როდის დაიწყო ლეონარდოსა და ვიტორიას ურთიერთობა არავინ იცის, თუმცა პირველად ისინი პაპარაცებმა საფრანგეთში, მაისის ბოლოს დააფიქსირეს, როდესაც წყვილი დიკაპრიოს ახალი ფილმის - Killers of the Flower Moon-ის პრემიერას კანის კინოფესტივალზე ესწრებოდა.

ზევით