#მოდა

PHANTASIE - WEEKEND MAX MARA-ს და არტურ არბესერის კოლაბორაცია

გაზიარება:

Weekend Max Mara-ს 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია დიზაინერი - არტურ არბესერის ფანტაზიის, წარმოსახვისა და ვენისადმი მიძღვნილი ოდაა. ავსტრიის დედაქალაქში დაბადებული და გაზრდილი დიზაინერის ქვეცნობიერი ქალაქის კულტურით სიღრმისეულადაა გაჟღენთილი.

weekend max mara, ვიქენდ, მაქს მარა, მაღაზია, ახალი კოლექცია, ქალის ტანსაცმელი, ონლაინ შოპი, online shop

არბესერი ადრეული ასაკიდან ესწრებოდა სპექტაკლებს, საბალეტო დადგმებსა და ოპერას, შესაბამისად მისი სხვადასხვა პერსონაჟებით მოხიბვლა და მათი კოსტიუმებისადმი ინტერესიც ბავშვობიდან დაიწყო. დღეს მისი კრეატიულობა თავს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მოდაში, კოსტიუმებში, ინტერიერსა და დიზაინში იჩენს.

weekend max mara, ვიქენდ, მაქს მარა, მაღაზია, ახალი კოლექცია, ქალის ტანსაცმელი, ონლაინ შოპი, online shop, კაბა, შარვალი, ფეხსაცმელი

Weekend Max Mara-ს ახალი კოლექციის შთაგონების წყაროდაც ვენა და ბალეტი იქცა: 1900-იანი წლების ხელოვანების “გამოყოფა”, მისი თანმდევი ორომტრიალი და საცეკვაო ტანსაცმლისთვის დამახასიათებელი მოძრაობის თავისუფლება, რომელიც კომფორტისა და დამოუკიდებლობის გრძნობას უსვამს ხაზს, Weekend Max Mara-ს ღირებულებებთან მოდის თანხვედრაში.

weekend max mara, ვიქენდ, მაქს მარა, მაღაზია, ახალი კოლექცია, ქალის ტანსაცმელი, ონლაინ შოპი, online shop, ფანტაზია, new collection, phantasie

“ვენას ჩემზე წარუშლელი გავლენა აქვს: გარკვეული სიმკაცრე, მკაფიო, ზუსტი ხაზები და ერთგვარი დისციპლინა, რომელიც რაღაც უფრო რბილთან და მსუბუქთანაა შერეული,“ - ამბობს არბესერი.

“იდეა კი იმაში მდგომარეობდა, რომ მინდოდა Weekend Max Mara-ს პროექტით, ამ უნიკალური მემკვიდრეობისთვის სრულად აყვავების საშუალება მიმეცა”.

დახვეწილი და თავდაჯერებული, გლამურული, მაგრამ ბუნებრივი, ქალური და ხალისიანი - სწორედ ასეთ ქალს წარმოიდგენს დიზაინერი. “შოუს გმირი” კი რეკონსტრუირებული და მსუბუქი სილუეტებია. კოლექციის მთავარი ფოკუსი სხვადასხვა ფორმის ფიგურებია, რომლებიც არბესერის ზეთში შესრულებული ნახატის პრინტებს იმეორებს.

weekend max mara, COTTON POPLIN SKIRT, არტურ არბესერი, ახალი კოლექცია, გაზაფხული ზაფხული 2024
Weekend Max Mara - cotton poplin skirt

კუბოკრული და ზოლიანი ქსოვილები ვენის მოდერნიზმზე ხაზგასმაა. კაბები და ქვედაბოლოები მსუბუქი და ფერადია, ყოველდღიური სამოსი კი რეპეტიციის შემდგომი, თითქოს შემთხვევით მოხდენილი სილუეტის დახვეწილ ვერსიებს წარმოადგენს. პიჯაკებში, პერანგებსა და შარვლებში კი სამუშაო ფორმებით მიღებული ინსპირაცია იგრძნობა.

Weekend max mara, მაქს მარა, ახალი კოლექცია, ტილოს პერანგი, ქალის საროჩკა, ტანსაცმელი, მაღაზია

კოლექცია მარადიულ და ნათელ ფერებს მოიცავს. მათ შორისაა “სამეფო ლურჯი”, მენთოლისფერი და ბადრიჯნისფერი ტონალობები. ხაზი ლეგენდარული, Pasticcino Bag-ის საღამოს ვერსიას, მსუბუქ ფეხსაცმელსა და ახალ, ე.წ. Bucket hat-ს მოიცავს. კოლექციის ინსპირაციაზე ერთ-ერთი მთავარი მინიშნება ე.წ. ბალერინას ფეხსაცმელია, რომელიც დაწნილი ტყავისგანაა შექმნილი და Weekend Max Mara-ს გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სილუეტებს საბოლოო, ელეგანტურ დეტალს მატებს. 

Woven nappa leather ballet flats, max mara, ბალერინას ფეხსაცმელი, ტყავის ბალეტკები
Weekend Max Mara - Woven nappa leather ballet flats

კოლექციის წარდგენა 20 სექტემბერს, მილანის მოდის კვირეულზე, შლომო ჰალუშის კოლექციასთან, სახელწოდებით "Now Is Then And Then Is Now" ერთად მოხდება.

ზევით