პოლიტიკა

"რუსული კანონი", ვერსია #2 - ყველაფერი გასაგებ ენაზე!

"რუსული კანონი", ვერსია #2 - ყველაფერი გასაგებ ენაზე!

ყველასათვის გასაგებ ენაზე რომ განვმარტოთ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება ნიშნავს მონიტორინგის ამოქმედებას, რაც შეეხება ყველას, ვისაც რაიმე სახით მიუღია უცხოური დაფინანსება, მათ შორის ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოური კაპიტალით ფინანსდება (არასამთავრობო ორგანიზაციები, იურიდიული საკონსულტაციო ფირმები და ა.შ.).

პარლამენტი გენდერულ კვოტირებას აუქმებს

პარლამენტი გენდერულ კვოტირებას აუქმებს

3 აპრილს, პარლამენტის სხდომაზე გენდერული კვოტირება გააუქმეს. ოპოზიციური პარტია, "გირჩის" ინიციატივას 82 მომხრე და 15 წინააღმდეგი ჰყავდა. მეათე მოწვევის პარლამენტმა, რომელიც 136 კაცისა და 38 ქალისგან შედგება, გადაწყვიტა, რომ კვოტირება ქვეყნის დღის წესრიგში აღარ დგას და გენდერული ბალანსიც მიღწეულია. რამდენად შეესაბამება ეს რეალობას, სადავო საკითხია.

3 პრეზიდენტი ერთ სცენაზე - ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანია

3 პრეზიდენტი ერთ სცენაზე - ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანია

აშშ-ში მიმდინარე არჩევნები მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ერთმანეთს მეორე ვადით არჩევაში ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტები - დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ეჯიბრებიან. რამდენიმე დღის წინ დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ღონისძიება გამართა. საღამო ნიუ იორკში, Radio City Music Hall-ში გაიმართა და ბაიდენთან ერთად მთავარი სტუმრები ბარაკ ობამა და ბილ კლინტონი იყვნენ.

აშშ TIKTOK-ისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

აშშ TIKTOK-ისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

13 მარტს ამერიკელმა კონგრესმენებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ტიკტოკის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს. მათი თქმით ისინი ტიკტოკის წინააღმდეგ არ იბრძვიან და ამ კანონპროექტს სიტყვის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ის ემსახურება ამერიკელი მოქალაქეების პირადი ინფორმაციის დაცვას და კიბერ უსაფრთხოების გაძლიერებას.

რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი

რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი

აგვისტო, როგორც 2008 წლის ომის დაწყების დღე, არის ობიექტური ისტორიული ფაქტი, რომელიც ამსხვრევს ომის დაწყების ყალბ რუსულ ვერსიას. ომის 8 აგვისტოს დაწყება კი არის მოსკოვის გავრცელებული ტყუილი, რომელსაც მისი პროპაგანდისტული და დიპლომატიური მანქანა იარაღად იყენებს საქართველოს წინააღმდეგ. წესით, არჩევანის გაკეთება ძნელი არ უნდა იყოს.

რას გულისხმობს კანონპროექტის „ჩაგდების“ პროცედურა?

რას გულისხმობს კანონპროექტის „ჩაგდების“ პროცედურა?

დღეს, 9 მარტს, ორდღიანი პროტესტის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც 7 მარტს მიღებული „აგენტების“ რუსული კანონპროექტის გაწვევას დაგვპირდა, სიხარულისა და გამარჯვების ტალღას მალევე მოყვა სოციალურ ქსელში პოსტები იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, მაშინ რას გვპირდება ქართული ოცნება?

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ ცნო

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ ცნო

რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება, 23 ნოემბრის სხდომაზე ევროპარლამენტის დეპუტატებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელმაც რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა. რეზოლუციის მიღებას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 58, 44-მა დეპუტატმა კი თავის შეკავება გადაწყვიტა.

სანნა მარინი, ფინეთის პრემიერ მინისტრი, პირადი ცხოვრების უფლებას იცავს: „მე ადამიანი ვარ“

სანნა მარინი, ფინეთის პრემიერ მინისტრი, პირადი ცხოვრების უფლებას იცავს: „მე ადამიანი ვარ“

ფინეთის აცრემლებულმა პრემიერ მინისტრმა ერთ კვირიან დაუსრულებელ კრიტიკას პასუხი კიდევ ერთხელ გასცა, სანნა მარინმა კერძო წვეულებიდან გავრცელებული ფოტოებისა და ვიდეოების შესახებ საჯაროდ ისაუბრა: „მე ადამიანი ვარ“ - განაცხადა სანნამ, „ზოგჯერ მეც მჭირდება სიხარულის, სინათლისა და სიხარულის შეგრძნება ბნელ ღრუბლებს შორის“.

ნენსი პელოსი - ქალი, რომელმაც გუშინ დედამიწის სუნთქვა შეანელა

ნენსი პელოსი - ქალი, რომელმაც გუშინ დედამიწის სუნთქვა შეანელა

გუშინ, დედამიწამ თითქოს სუნთქვა რამდენიმე საათით შეანელა. მესამე მსოფლიო ომის დაწყების მოლოდინში, მილიონობით ადამიანის ყურადღება ტაივანის დედაქალაქში მიმავალი თვითმფრინავისკენ იყო მიმართული. პეკინის გაფრთხილებებისა და მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაიპეიში გაფრინდა და აეროპორტში მშვიდობით დაეშვა.

„ციფრული დიპლომატიის სპეციალური შტაბის“ მიმართვა Meta-ს, Twitter-სა და Google-ს #SuspendKremlin

„ციფრული დიპლომატიის სპეციალური შტაბის“ მიმართვა Meta-ს, Twitter-სა და Google-ს #SuspendKremlin

ციფრული დიპლომატიის სპეციალურმა შტაბმა ტექნოლოგიურ გიგანტებს Meta-ს, Twitter-სა და Google-ს, რუსეთის მთავრობისა და ასოცირებული ანგარიშების შეჩერების მოთხოვნით მიმართა.

ზევით