მოდა

COPERNI-ის ჩანთა, რომელიც ჰაერისგანაა შექმნილი

COPERNI-ის ჩანთა, რომელიც ჰაერისგანაა შექმნილი

არიზის მოდის კვირეულზე, Coperni-ის ჩვენებაზე ჩანთა ლეონ დეიმმა წარადგინა. მთავარი დეტალი, რომელიც ჩანთას უცნაურსა და საინტერესოს ხდის, მისი შემადგენლობა და დამზადების ტექნიკაა, რომელიც ბრენდმა ხალხს ინსტაგრამ პოსტით თავად გაანდო.

5 რამ, რაც თქვენი გაზაფხულის LOOK-ს გაამრავალფეროვნებს

5 რამ, რაც თქვენი გაზაფხულის LOOK-ს გაამრავალფეროვნებს

გაზაფხულის სეზონი ყოველთვის სიურპრიზებით გამოირჩევა. ხანდახან გვიჭირს განვსაზღვროთ, რა ჩავიცვათ, რადგან დღის განმავლობაში ამინდი ხშირად იცვლება. The Diary-ის რედაქცია ამჯერად გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის მოსამზადებლად რამდენიმე ხრიკს გაგიზიარებთ.

THE ROW-ის ჩვენებაზე დებმა ოლსენებმა ტელეფონების გამოყენება აკრძალეს

THE ROW-ის ჩვენებაზე დებმა ოლსენებმა ტელეფონების გამოყენება აკრძალეს

იცოდით, რომ არსებობს რამდენიმე ნივთი, რომელთა შეტანაც მოდის კვირეულის ჩვენებებზე მკაცრად აკრძალულია, მათ შორისაა გაყინული ნივთები და ჭურჭელი, The Row-სთვის ამ ნივთების სიას მობილური ტელეფონი და კამერაც შეემატა. 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის, მერი-ქეით და ეშლი ოლსენებმა, ჩვენებაზე გადაღება და მათი სოციალურ ქსელში განთავსება აკრძალეს, რითაც, The Row-ის შოუ, პარიზისკენ მიპყრობილი მილიონობით მაყურებლის თვალთახედვიტ მიღმა დატოვეს.

კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე ეშმაკს ემოსა პრადა

კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე ეშმაკს ემოსა პრადა

კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე ჰოლივუდის ფეშენისტა მსახიობები მაღალი მოდის სამოსით იწონებდნენ თავს. SAG Awards-ის სტუმრები წითელ ხალიჩაზე დახვეწილი, ნატიფი სამოსით იყვნენ წარმოდგენილი. რაც შეეხება მერილ სტრიპს, კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე ეშმაკს ნამდვილად ემოსა პრადა!

PRADA-ს რომანტიკული პერცეფცია 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში

PRADA-ს რომანტიკული პერცეფცია 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში

მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში მოდური ზეიმი გრძელდება. კვირეულის რიგით მეორე დღეს, Prada-მ, მიუჩია პრადას და რაფ საიმონსის ხელმძღვანელობით, მოდის წარსული ეპოქების კოლექტიურ მეხსიერებაში ჩაგვახედა და წარსული, აწმყო და მომავალი რომანტიკული პერცეფციის პრიზმიდან დაგვანახა.

ETRO ACT - ოდა ძველბერძნულ ტრაგედიას

ETRO ACT - ოდა ძველბერძნულ ტრაგედიას

ნიუ-იორკის და ლონდონის შემდეგ, მოდის კვირეულის ციებ-ცხელებამ მილანში გადაინაცვლა. მილანის მოდის კვირეულის პირველ დღეებს ჰყავდა საკუთარი რჩეულები: Diesel, Fendi, Roberto Cavalli, Etro... ჩვენს პირად ფავორიტად კი ეს უკანასკნელი იქცა. Etro-ს 2024/2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია, სახელწოდებით Etro Act გახლდათ სარტორული ოდისეა, რომელიც წარსულს აწმყოსთან აკავშირებდა და აყალიბებდა ნარატივს, რომელიც უძველესი ეპოსებიდან, თანამედროვე მოდურ პოდიუმამდე გაგრძელდა.

5 დასამახსოვრებელი ჩვენება ლონდონის საიუბილეო მოდის კვირეულიდან #LFW

5 დასამახსოვრებელი ჩვენება ლონდონის საიუბილეო მოდის კვირეულიდან #LFW

ლონდონი, რამდენიმედღიანმა ქაოსმა მოიცვა, ჰოლივუდის A-lister-ები და მოდის ინსაიდერები, ქალაქში ერთდროულად გამოჩნდნენ. სანამ კინოვარსკვლავები Baftas - ბრიტანეთის კინოაკადეემის დაჯილდოებაზე დასასწრებად მიემართებოდნენ, მოდის თაყვანისმცემლები ლონდონის მოდის კვირეულის დატვირთულ გრაფიკს უბამდნენ ნებიჯებს.

THOM BROWNE FALL 2024: ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფანტასტიკური ფინალური აკორდი

THOM BROWNE FALL 2024: ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფანტასტიკური ფინალური აკორდი

ნიუ-იორკის მოდის კვირეული, ამერიკული მოდის ოსტატი შოუმენის ტომ ბრაუნის ჩვენებით დაიხურა. პოდიუმზე თოვლის საფარით, ზამთრის პეიზაჟებითა და ედგარ ალან პოს გოთიკური ნაწარმოების "ყორნის" შთაგონებით, მოდის სამყაროს საუკეთესო მთხრობელმა, კიდევ ერთი საოცარი სპექტაკლის დადგმა მოახერხა.

კრისტიან სირიანოს ფანტასმაგორიული კოლექცია

კრისტიან სირიანოს ფანტასმაგორიული კოლექცია

სატალევიზიო ვარსკვლავმა და დიზაინერმა, კრისტიან სირიანომ იცის, როგორ მოაწყოს ნამდვილი შოუ. დიზაინერი აღნიშნავს, რომ მას სურდა ხალხი ნამდვილ სანახაობაზე მოეწვია, თითქოს თეატრში იმყოფებოდნენ და მათ სული შეკრთომოდათ კოლექციის ნახვისას. „ნიუ-იორკის მოდის კვირეულს უჭირს ადამიანების სხვა რეალობაში გადაყვანა“, - აღნიშნა სირიანომ.

DONNA KAREN-ის მეორედ დაბადება და 90-იანების საკულტო სუპერმოდელები კამპანიაში

DONNA KAREN-ის მეორედ დაბადება და 90-იანების საკულტო სუპერმოდელები კამპანიაში

Donna Karan-ის საკულტო აღორძინებისთვის მზად არის! ბრენდი, რომელმაც 90-იან და ადრეულ 2000-იან წლებში, ნიუ-იორკში ჩაცმის კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, მოდის სამყაროში ბრუნდება. წარსულის მემკვიდრეობისა და ბრენდის ახალი თავის პატივსაცემად, Donna Karan-მა 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანია სახელწოდებით In Women We Trust წარადგინა.

ზევით