#მოდა

COOL GIRL ესთეტიკა DOLCE & GABBANA-ს 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის თითოეულ დეტალში

გაზიარება:

Dolce & Gabbana-ს 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, Cool Girls, ერთგვარი ოდაა ერთგულებას. დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა ბრენდის მემკვიდრეობის ერთგული რჩებიან, თუმცა მას დახვეწილად უთავსებენ თანამედროვე სტილს.

ჩვენება მილანის Metropol Theater-ში გაიმართა - ოდესღაც კინოთეატრი, რომელიც დღეს Dolce & Gabbana-ს მრავალფუნქციურ სივრცედ იქცა ქალაქის ცენტრში. პოდიუმზე ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანიც ვიხილეთ, თან არაერთხელ. პირველ ლუქში მას თეთრი, ხელოვნური ბეწვის ქურთუკი, oversize მაისური და ჩექმები ეცვა, ხოლო მეორე ლუქში, რომლითაც მან ჩვენება დახურა - ფერადი დეტალებით გაფორმებული მოკლე კაბა.

მატილდა გვარლიანი

პოდიუმიდან ჩვენებამ ქუჩაში გადაინაცვლა, სადაც მოდელებს ათასობით აღტაცებული გულშემატკივარი და ადგილობრივები შეხვდნენ. მუსიკალური ჯგუფის Måneskin-ის წევრმა, ვიქტორია დე ანჯელისმა, ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა.

COOL GIRLS-ის იდეა

dolce & gabbana

dolce & gabbana fall winter 2025

ამ სეზონის მთავარი კონცეფციაა „cool girls“. დიზაინერების ინსპირაციად ჩვენებისთვის შერჩეული მოდელები და მათი ცხოვრების სტილი იქცა: ვინტაჟური მაისურები და მაქმანიანი ტოპები, ჯინსის შარვლები ან სამხედრო სტილის შარვლები, ბაიკერის ჩექმები და ზემოდან მსუბუქად მოხვეული ქურთუკი. „ჩვენს ინსპირაციად ვიქტორია ჩერეტი, ირინა შეიკი, მონა ტუაგაარდი იქცნენ - ისინი რეალურ ცხოვრებაში ასე იმოსებიან" - გაბანა.

dolce & gabbana fall winter 2025

Dolce & Gabbana-ს ცნობილი მაქსიმალიზმი ამ კოლექციაშიც განსაკუთრებით იჩენს თავს: გადამეტებული მოცულობები, დრამატული ფორმები და ბეწვი.

dolce and gabbana fall 2025

ჯინსისა და მდიდრული ელემენტების ერთიანობა

კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჯინსს, მაგრამ არა უბრალო ჯინსს - Dolce & Gabbana-ს ჯინსის სამოსი სრულად ჯდება ბრენდის ფუფუნების ესთეტიკაში. ოქროსფერი და ბეწვის დეტალები სტანდარტულ ჯინსის ქურთუკებს ახალ სტილს ანიჭებს.

მკაცრი საოფისე ფორმების ნაზი დეტალებით გაფორმება ხაზს უსვამს ბრენდის ფილოსოფიას, რომ ხელახლა განსაზღვროს ყოველდღიური ელეგანტურობა.

dolce and gabbana fall 2025

Dolce & Gabbana-ს Cool Girls მხოლოდ სამოსს არ ეხება - ის ქალების დამოკიდებულების გამოხატულებაცაა. კოლექცია შეიქმნა იმ ქალებისთვის, რომლებიც თავდაჯერებულად ხვდებიან ცხოვრების კონტრასტებს - ძალაუფლება x ფემინურობა, ფუფუნება x მინიმალიზმი, ტრადიცია x თანამედროვე ინტერპრეტაციები. ეს არის გარდერობი ქალისთვის, რომელიც ყურადღებას იპყრობს ბუნებრივად და ის სამოსით მოგვითხრობს სიძლიერის, ელეგანტურობისა და შეუპოვრობის ისტორიას.

dolce and gabbana fall 2025

DOLCE & GABBANA-ს ერთგულება მომავლის მიმართ

Dolce & Gabbana ფეხს უწყობს თანამედროვეობას, ინარჩუნებს ფუფუნების ელემენტებს და ამავდროულად უარს ამბობს ბუნებრივი ბეწვის გამოყენებაზე. Cool Girls არსი ქალურობის ახლებური ხედვა, ელეგანტურობის ახლებური განსაზღვრა და იტალიური გლამურის იერსახის ცვლილებაა.

dolce and gabbana fall 2025

DOLCE & GABBANA

ზევით