#მოდა

სასერტიფიკატო კურსი: მოდის სტრატეგიული კომუნიკაცია

გაზიარება:

სასერტიფიკატო კურსი "მოდის სტრატეგიული კომუნიკაცია" ქართული მედია პლატფორმის TheDiary და საგანმანათლებლო პლატფორმის Green Georgia Academy ერთობლივი პროექტია. ინოვაციური კურსი მიზნად ისახავს პროფესიონალების შემდეგი თაობის აღჭურვას კომუნიკაციის, ჟურნალისტიკის, ფოტოგრაფიისა და ციფრული მედიის სტრატეგიების აუცილებელი უნარებით.

ორთვიანი პროგრამა, რომელიც 2025 წლის 25 მარტს დაიწყება, მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გაკვეთილებს. კურსის კონცეფცია მორგებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აპირებენ კარიერას მოდის ინდუსტრიაში, ტრადიციულ ან ციფრულ მედიაში.

მოდის სტრატეგიული კომუნიკაციების კურსის სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას TheDiary-ში, საუკეთესოები კი დასაქმებიან.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: www.thediaryschool.ge

ლექციების სერია:

სალექციო კურსი: სტრატეგიული კომუნიკაცია

პროგრამას გახსნის კესო ლელუაშვილი, ერთ-ერთი წარმატებული პლატფორმის, Phubber-ის დამფუძნებელი გუნდის წევრი და კრეატიული დირექტორი. ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტის ალუმნი, შემოგთავაზებთ როგორც თეორიულ შეხედულებებს, ასევე პრაქტიკულ სტრატეგიებს მოდის ინდუსტრიაზე მორგებული ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიების შესაქმნელად.

კესო ლელუაშვილი
კესო ლელუაშვილი, Phubber-ის დამფუძნებელი გუნდის წევრი და კრეატიული დირექტორი

სალექციო კურსი:ჟურნალისტიკა, ქოფი და სთაილინგი

TheDiary-ის გუნდი უხელმძღვანელებს სალექციო კურსს, რომელიც ფოკუსირებული იქნება კრეატიულ წერასა და ჟურნალისტურ ნიუანსებზე. სტუდენტები ისწავლიან თუ როგორ შექმნან უნიკალური ხელწერა და როგორ აქციონ საკუთარი ნაშრომი, იქნება ეს ჟურნალისთვის, თუ სოციალური მედიისთვის განკუთვნილი, კრეატიულ ტექსტად.

ნანკა კიკალია
ნანკა კიკალია, TheDiary-ის დამფუძნებელი, რედაქტორი

ამ კურსზე ასევე შეისწავლით თუ როგორ შექმნათ ჟურნალისთვის განკუთვნილი კონტენტი ტექსტით, სთაილინგითა და ფოტოგადაღებით.

ნინუცა მაისურაძე, ნანკა კიკალია, TheDiary-ის დამფუძნებელი, Art დირექტორი

მოდის სტრატეგიული კომუნიკაციების კურსის სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას TheDiary-ში, საუკეთესოები კი დასაქმებიან.

სალექციო კურსი: ფოტოგრაფია

kikala studio, ფოტო სტუდია, ფოტოსტუდია, გოტოფრაგია, კიკალა სტუდიო, ვახო ალანია
ვახტანგ ალანია - ფოტოგრაფი, Kikala Studio-ს დირექტორი

სტუდია კიკალას დირექტორი და ფოტოგრაფი, ვახტანგ ალანია გაგიზიარებთ ფოტოგრაფიის ტექნიკურ და კრეატიულ ასპექტებს. სტუდენტები დაეუფლებიან აუცილებელ უნარებს, როგორიცაა განათება, კომპოზიცია და სხვა.

სალექციო კურსი: სოციალური მედიის სტრატეგია & კონტენტის შექმნა

ჟურნალი ნარგიზი, დათა ალექსეევი, მოდის კურსი
დათა ალექსეევი, Nargis Magazine-ის რედაქტორი

კურსს გაუძღვებიან ჟურნალ ნარგისის მოდის რედაქტორი, დათა ალექსეევი და თანარედაქტორი და კონტენტ კრეატორი, ლევან შავდია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები გაეცნობიან სოციალური მედიის ეფექტურ სტრატეგიებს და დიჯითალში კრეატიული თხრობისა და საინტერესო კონტენტის შექმნის ტექნიკებს.

 Nargis Magazine, ნარგიზი, მოდის კურსი
ლევან შავდია, Nargis Magazine-ის თანარედაქტორი

სალექციო კურსი: როგორ გავხდე ინფლუენსერი

ქეთი გაგოშიძე ინსტაგრამ გვერდის Date with Versace შექმნელია, რომელსაც თავად დონატელა ვერსაჩე ადევნებს თვალს და საკუთარ ჩვენებებზე მუდმივად იწვევს ქართველ ბლოგერს.

ქეტი გაგოშიძე, ვერსაჩე, ინფლუენსერი, მოდის კურსი
ქეთი გაგოშიძე, Date with Versace-ს დამფუძნებელი

ქეთი სტუდენტებს გაუზიარებს თუ რა უნარები და ცოდნაა საჭირო იმისათვის რომ გახდე ბლოგერი. კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა კონტენტის შექმნა პირადი გვერდისთვის, აუდიტორიის ჩართულობა და ბრენდებთან თანამშრომლობა.

მასტერკლასები

მასტერკლასი ჟურნალისტიკა

ეკა ხოფერი,ა ჟურნალი სითი, სასერტიფიკატო კურსი მოდაში, მოდა, fashion, fashion courses
ეკა ხოფერია, ჟურნალ City-ს დამფუძნებელი

ცნობილი ჟურნალისტი, ეკა ხოფერია სტუდენტებს გაუზიარებს ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა ახალი ამბების მოძიება, ეთიკური პრინციპები ჟურნალისტიკაში და ავთენტური ჟურნალისტური მასალის შექმნის მეთოდები.

მასტერკლასი: სთაილინგი

მოდის კურსები
მეგი ჯაში, Green Georgia Academy-ს დამფუძნებელი

ამბის ვიზუალური თხრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სთაილინგი. ჟურნალისთვის იქნება ეს თუ სოციალური მედიისთვის, სთაილინგი კონტენტს უფრო მიმზიდველს ხდის.

მასტერკლასი: ინფლუენსერ კონტენტ სტრატეგია

ამ ექსკლუზიურ მასტერკლასში ინფლუენსერი მარიამ კუხალაშვილი გაგვიზიარებს თავის გამოცდილებასა და ტექნიკებს სოციალურ მედიისთვის განკუთვნილი ფოტოების შესაქმნელად.

influencer, fashion, georgia, საქართველო, ინფლუენსერი, მოდა, კური, მოდის კურსი
მარიამ კუხალაშვილი - მოდის ინფლუენსერი

მონაწილეები მიიღებენ უნარებს თუ როგორ შექმნან სწორი კომპოზიცია, განათება, სტილი და რეტუში ფოტოებისთვის, რომელიც მიზანმიმართულად სოციალური მედიისთვის არის შექმნილი.

მონაწილეები მიიღებენ უნარებს თუ როგორ შექმნან სწორი კომპოზიცია, განათება, სტილი და რეტუში ფოტოებისთვის, რომელიც მიზანმიმართულად სოციალური მედიისთვის არის შექმნილი.

MEET THE COLLABORATORS

The Diary ქართული ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ცხოვრების სტილის, ბიზნესის, კულტურის, თუ გასტრონომიის სამყაროში ჩვენი მკითხველისთვის პერსონალური გზამკვლევის როლს ირგებს. The Diary-ს მთავარი მისია გამორჩეულად საინტერესო კონტენტის შექმნა და მკითხველის მოტივაციაა.

Green Georgia საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელმაც 2016 წელს, მოდის სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის მოდის ბიზნესის სასწავლო პროგრამა შექმნა და ხარისხიანი განათლებით ქართული მოდის ბაზარზე ახალი ტალანტების აღმოჩენას შეუწყო ხელი. „გრინ ჯორჯიას” მიზანი ახალი პროფესიების დანერგვაა, რომელიც მოიაზრებს თანამედროვე ტენდენციებს, ინოვაციურ მიდგომებსა და ევროპული განათლების ხარისხს.

თანამშრომლობის ფარგლებში, TheDiary და Green Georgia Academy გთავაზობთ არამხოლოდ თეორიულ ცოდნას პრაქტიკოსებიდან, არამედ სტაჟირებებს სხვადასხვა მოდის პლატფორმებსა და ივენთებზე და დასაქმების პერსპექტივებს.

კურსის ღირებულება: 1500 ₾

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: www.thediaryschool.ge

ზევით