ნიკო ფიროსმანის შემოქმედება პარიზს ამშვენებს
#მხატვრობაპარიზში, COMME des GARÇONS-მა ნიკო ფიროსმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ინსტალაცია წარადგინა, რომლის კურატორიც ბრენდის დამფუძნებელი და ფიროსმანის შემოქმედებაზე შეყვარელი რეი კავაკუბო გახლავთ.
პარიზში, COMME des GARÇONS-მა ნიკო ფიროსმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ინსტალაცია წარადგინა, რომლის კურატორიც ბრენდის დამფუძნებელი და ფიროსმანის შემოქმედებაზე შეყვარელი რეი კავაკუბო გახლავთ.
გამოფენა "მდელო ნადავლისთვის" 13 ოქტომბერს, ართბითის გალერეაში გაიხსნა. ერთი თემის ირგვლივ 3 არტისტის, ანა გზირიშვილის, ნინა კინწურაშვილისა და შარლ დეიეჟიტერის ნამუშევრები საგამოფენო დარბაზში 25 ოქტომბრამდე იქნება წარმოდგენილი.
გამოფენა “საწამლავი წყვილისთვის” ინსპირაციას არტისტის ამავე სახელწოდების მქონე შავ-თეთრი ფოტოსგან იღებს, რომელზეც ორი ვინტაჟური სუნამოს ბოთლია გამოსახული. ექსპოზიცია ქეთი კაპანაძის შემოქმედების ადრეულ პერიოდს მიუყვება და იმ ნამუშევრებს წარმოგვიდგენს, რომლებიც საქართველოში პირველადაა გამოფენილი.
ვენეციის ბიენალე 60-ე გამოშვებით ბრუნდება. ფესტივალის ბრაზილიელმა კურატორმა, ადრიანო პედროსამ ფესტივალის თემატიკად “Foreigners Everywhere” დაასახელა და აღნიშნა, რომ ბიენალეს წლევანდელი გამოშვება ხალხის ყურადღებას განსაკუთრებით ისტორიულად მარგინიზებული ერების არტისტებისკენ მიაპყრობს.
ჰენრიკ ვიბსკოვის შემოქმედება სცდება მოდის საზღვრებს. იგი დიზაინერი, მხატვარი, კურატორი და მუსიკოსია. მისი ნახატები ისეთ ცნობილ მუზეუმებსა და გალერეებშია გამოფენილი, როგორიცაა ნიუ იორკის MOMA, პარიზის Palais de Tokyo, ლონდონის ICA, კანაძავას The 21st Century Museum of Contemporary art.
უკვე მეოთხე წელია, რაც ქართველი, თუ უცხოელი არტისტების გამორჩეული ნამუშევრები Tbilisi Art Fair-ზე იყრის თავს. რეგიონის ყველაზე მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა ევროპისა და აზიის არაერთ გალერეასა და დამოუკიდებელ მხატვართან თანამშრომლობს. ხელოვნების ბაზრობას წელსაც ExpoGeorgia-ს საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს და მისი დათვალიერება 11-დან 14 აპრილის ჩათვლით შეგეძლებათ.
გამოფენა სახელწოდებით “საბჭოთა მეხსიერებიდან 9 აპრილამდე” 11 მხატვრის შემოქმედებას ასახავს. მათი ნამუშევრები საბჭოთა ეპოქის სხვადასხვა პერიოდს ეხმიანება და იმდროინდელ საქართველოში ერთგვარ პროტესტის ფორმას წარმოადგენდა. მათ ტილოებზე ასახულია რეალობა, რომლის განუყოფელი ნაწილიც გაუთავებელი რეპრესიები, სსრკ-ს ტოტალიტარული რეჟიმის შედეგები და ხალხის პროტესტი იყო. ექსპოზიციის მთავარი მიზანი საბჭოთა მემკვიდრეობაზე საუბარი და პოსტ-საბჭოთა ეპოქის უკეთესად დანახვაა.
სიურრეალიზმი 100 წლის წინ ჩამოყალიბდა და მისი სახელით მხატვრები დღემდე ასახავენ ტილოზე ადამიანის ქვეცნობიერს, ფიქრებსა თუ ჰალუცინაციებს. სიზმრისეული პეიზაჟებითა და ვიზუალური თამაშებით, სიურრეალიზმი ჩვენს შინაგან სამყაროში მოგზაურობს. ხელოვნების ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბება 1924 წელს საფრანგეთში პოეტისა და კრიტიკოსის - ანდრე ბრეტონის “სიურრეალისტური მანიფესტის” გამოქვეყნებას უკავშირდება.
გამოფენა "ხატები და ნახატები" ქართველი ხელოვანების მე-20 საუკუნეში და ახლახან შექმნილ ნამუშევრებს წარადგენს. "ვიზუალური ხატი - ის პროგრამაა, რომელსაც ახორციელებს მხატვარი" - თუ გალერეას ესტუმრებით, დარწმუნდებით, რომ ეს პროგრამა ქართველი მხატვრებისთვის კარგად ცნობილია და მათ იდეალურად გამოსდით იდეების, ემოციებისა თუ გრძნობების (ნა)ხატად ქცევა.
თბილიში თოჯინების საგამოფენო სივრცე გაიხსნა. მინიზეუმში შეხვდებით ნაცნობ და უცნობ სახეებს შოთა რუსთაველით დაწყებული, დონ კიხოტით დასრულებული.