#მოდა

KEBURIA და SKAZZ ლონდონის მოდის კვირეულზე

გაზიარება:

ქართველი დიზაინერი გიორგი ქებურია ლონდონის მოდის კვირეულზე დებიუტისთვის ემზადება. 23 თებერვალს, დილის 11 საათზე, ქებურია შემოდგომა/ზამთრის კოლექციას წარადგენს. ლონდონში მოდის კვირეული 20 თებერვალს დაიწყო და 24 თებერვლამდე გაგრძელდება.

KEBURIA სამოსისა და აქსესუარების ბრენდია, რომელიც თბილისში 2010 წლიდან იქმნება. ლონდონის მოდის კვირეულის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ქართველი დიზაინერის ხელწერა ფემინურობის თანამედროვე ინტერპრეტაციით გამოირჩევა და მოცულობით ფორმებს, მსუბუქი და მძიმე ქსოვილების სინთეზით შექმნილ დიზაინებსა და გამოყვანილი სილუეტების კლასიკურ ელეგანტურობას აერთიანებს.

George Keburia, KEBURIA, გიორგი ქებურია, ლონდონის მოდის კვირეული

ქებურია ერთ-ერთი პირველი დიზაინერია, რომელმაც საკუთარი ხედვით ადგილობრივ მოდის სცენაზე მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრება შეძლო. დიზაინერი საქართველოში გაიზარდა და კარიერა ქვეყნის რთულ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოში დაიწყო, რამაც კოლექციების შინაარსობრივ მხარეზეც იმოქმედა. ქებურიას ნამუშევრები რეფლექსიაა ისეთ თემებზე, როგორიცაა ჰომოფობია და 90-იანი წლების სამოქალაქო ომის მემკვიდრეობა.

George Keburia, KEBURIA, გიორგი ქებურია, ლონდონის მოდის კვირეული

ქებურიას კოლექციები მამაკაცურ დეტალებსა და ფემინურ ელეგანტურობას აერთიანებს. მოცულობითი ფორმებისა და მინიმალისტური დიზაინის საშუალებით, ბრენდი ტანსაცმელს მოდის ესკაპიზმის ელფერს ანიჭებს, ვიდრე მხოლოდ ფუნქციურ დანიშნულებას.

George Keburia, KEBURIA, გიორგი ქებურია, ლონდონის მოდის კვირეული

ქებურიას უნიკალურმა დიზაინმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. მისი კოლექციები მოდის ისეთი გავლენიანი გამოცემების გვერდებზე გამოჩენილა, როგორიცაა Vogue, W Magazine, Harper’s Bazaar და i-D. გარდა ამისა, ქებურიას შექმნილი სათვალეები და სამოსი არაერთი ვარსკვლავის ლუქის ნაწილი გამხდარა, მათ შორის არიან რიანა, ლედი გაგა, როზალია, მაილი საირუსი და სხვები.

გიორგი ქებურია, ლონდონის მოდის კვირეული, რიანა ქებურიას სათვალეებით, კორტნი კარდაშიანი ქებურიას სათავლეებით, ჯიჯი ჰადიდი ქებურიას სათვალეებით, Keburia, George Keburia

ლონდონის მოდის კვირეულზე ქებურიას ჩვენებას ქართული ბენდი Skazz გააფორმებს. ჯგუფი ქუთაისში, პანდემიის პერიოდში დაარსდა. Skazz-ის შემოქმედება ერთდროულად სიყვარულს, რომანტიკასა და სოციალურ თემებს ეხება.

Ph: Davit Tchalidze, Mari Vardosanidze.

ზევით