10-13 აპრილს, თბილისის წიგნის ბაზრობაზე გამომცემლობა „ინტელექტი“ სიახლეებით გელოდებათ
თბილისის წიგნის ბაზრობა 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯიაში გაიმართება. გამომცემლობა „ინტელექტი“ წიგნის მოყვარულებისთვის საინტერესო სიახლეების მზადებაშია.
ქართული ბრენდი SITUATIONIST, ირაკლი რუსაძის კრეატიული ხელმძღვანელობით, კვლავ მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრშია. ბრენდმა პარიზის მოდის კვირეულზე 2025-2026 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა.
პოდიუმზე SITUATIONIST-ისთვის დამახასიათებელი, თანამედროვე ესთეტიკასთან შერწყმული, ტრადიციული დიზაინის ელემენტები ვიხილეთ. ეს იყო გაბედული და დასამახსოვრებელი კოლექცია, რომლის ძირითადი მახასიათებლები ტყავი, ბეწვი, მასკულინური სილუეტები და ექსპერიმენტული ფორმები გახლდათ.
კოლექცია მკვეთრი, არქიტექტურული სილუეტებითა და მინიმალისტური ფერების პალიტრით გამოირჩეოდა, რაც ბრენდის სტილის განუყოფელი ნაწილია. პოდიუმზე დომინირებდა ბეწვი - ვიხილეთ არა მხოლოდ ტრადიციული ქურქები, არამედ ბეწვის ქვედაბოლოები, შარვლები და ჩანთები.
ირაკლი რუსაძის უახლესი კოლექცია ბრენდის იდენტობის ლოგიკური გაგრძელებაა, თუმცა, თუ წინა წლების დიზაინებში ქართული თემატიკა და ტრადიციული ელემენტები ჭარბობდა, ამჯერად სამოსმა უფრო გლობალური ხასიათი შეიძინა.
დიზაინერმა მონოქრომულ კოლექციაში, სიმარტივესა და დრამატიზმს შორის სასიამოვნო ბალანსი მკვეთრი ფერის აქსესუარებით, მათ შორის ჩანთებითა და ხელთათმანებით შექმნა. ასევე გამოირჩეოდა ტყავის ვარდისფერი მოსასხამიც. .
კონტრასტები კვლავ ბრენდის ესთეტიკის განუყოფელი ნაწილია. ნაზ და ქალურ, გამოყვანილ წელთან კომბინაციაში ვიხილეთ ფართო, მასკულინური მხრები და მკაცრი სილუეტები. საბოლოო ჯამში, ირაკლი რუსაძის უნიკალური ხედვა, როგორც ყოველთვის, ბრენდისთვის დამახასიათებელ თავდაჯერებულობაში გადმოიცემა.
ფოტოები: situationist.online