Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია
Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც დიზაინერმა პარიზში წარადგინა, გამოირჩეოდა ფემინური სილუეტებით, დახვეწილი თარგითა და ელეგანტურობის ახალი ხედვით.
Weekend Max Mara-ს ე.წ. თრენჩი ბრენდის მარადიული და უნივერსალური ელემენტია, რომელიც გულმოდგინედ ინაცვლებს სეზონიდან სეზონში და ჩვენს ყველაზე სანდო თანმხლებად რჩება.
თავისი არაფორმალური სტილით, ლაბადა იდეალური არჩევანია პარკში გასეირნებისთვის, განტვირთვისთვის, ან თუნდაც მაშინ, როდესაც ხმაურიანი ქალაქიდან თავის დაღწევას, ბუნებაში სასიამოვნო საუბრებით, თუნდაც სულ რამდენიმე საათით ცდილობთ.
გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, Weekend Max Mara კლასიკური ლაბადის ახალ ვერსიებს გვაცნობს, რომლებიც თანამედროვეობისა და მემკვიდრეობის ჰარმონიულ ბალანსს წარმოადგენს.
ბრენდი თრენჩის რამდენიმე ვერსიას გვთავაზობს.
მათ შორისაა ულტრა მოკლე, მოკლე და გრძელი მოდელები, რომლებიც ისეთი გამორჩეული დეტალებითაა გაფორმებული, როგორებიცაა კაპიუშონი, წელის ქამრები, ზარისებრი სახელოები და მატყლისა და ბამბის გაბარდინის კომბინაცია.
კოლექციის ბოლო ელემენტი კი ორმხრივი მოსასხამია, რომელსაც ზურგზე ბრენდის ლოგო, ხოლო კიდეებში ბრენდირებული ლენტები ამშვენებს.
წყალგამძლე ფუნქციით, Weekend Max Mara-ს ტრენჩები ჰარმონიულად აერთიანებს ფორმასა და ფუნქციას, ქალაქში, თუ მის გარეთ მოსარგებად.