გუშინ მთელი მსოფლიოს ყურადღება ლოს-ანჯელესისკენ იყო მიმართული. დოლბის თეატრში ჰოლივუდის A-lister-ები ოსკარების რიგით 97-ე დაჯილდოების ცერემონიაზე შეიკრიბნენ. გამარჯვებულების დასახელებასთან ერთად, განსაკუთრებულად ველოდით წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქებს. და აი, ის დროც დადგა - შევაფასოთ, რომელი ვარსკვლავის ჩაცმულობა გამოირჩეოდა ყველაზე მეტად.
წითელ ხალიჩაზე ყველაფერი ვიხილეთ: ძველი ჰოლივუდის სტილით შთაგონებული კაბებიდან დაწყებული, ბალენსიაგასა და სკიაპარელის უახლესი კოლექციებით დასრულებული. მამაკაცთა ლუქებში განსაკუთრებული ყურადღება გულსაბნევებს დაეთმო – პიტერ სტრაუგანი გულზე უკრაინის დროში ვიხილეთ, ედრიან ბროდი კი დიზაინერ Elsa Jin-ის გულსაბნევით გამოჩნდა.
პაპის კონკლავის სცენარის ავტორი პიტერ სტრაუგანი ოსკარების ცერემონიაზე
ოსკაროსანი მაიკი მედისონი Breakfast at Tiffany’s-იდან გადმოსულს ჰგავდა. ეს წელი ამერიკელი მსახიობისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა – სეზონის განმავლობაში არაერთი ნომინაცია და პრიზი დაიმსახურა, გუშინ კი ოსკარით დაბრუნდა სახლში.
ოსკარების საღამოზე მან კლასიკური ჰოლივუდის ელეგანტურობა თანამედროვეობაში გააცოცხლა. წითელ ხალიჩაზე ის დიორის კაბასა და მანოლო ბლანიკის ფეხსაცმელში გამოჩნდა. მედისონის ვიზაჟისტმა და სტილისტმა იდეალურად შეურჩიეს მაკიაჟი და ვარცხნილობა მის ჩაცმულობას. მაიკის კაბა კლასიკურ ელეგანტურობას ასხივებდა, ხოლო მისი მაკიაჟი უფრო დრამატული და თანამედროვე იყო.
Ph: Gregg Deguire
მედისონისგან განსხვავებით, საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიის ნომინანტი ტიმოთი შალამე კვლავ თავისი მხიარული და თამამი სტილით გამოჩნდა.
ტრადიციული სმოკინგის ნაცვლად, შალამე Givenchy-ს ტყავის ყვითელ კოსტიუმში იყო გამოწყობილი. ტიმოთის ყელზე მბზინავი სამკაული ამშვენებდა - 1988 წლის Cartier Tradition-ის ყვითელი და თეთრი ოქროს, საფირონითა და ბრილიანტებით გაფორმებული სამკაული იდეალურად უხდებოდა ყვითელ კოსტიუმს. მისი ჩაცმულობა Givenchy-ს ახალი ეპოქის დასაწყისს ეხმიანებოდა – შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დიზაინერი სარა ბარტონი Givanchy-ს კრეატიული დირექტორი გახდა და მარტში მის პირველ კოლექციას ვიხილავთ.
სარა ბარტონის სამოსში იყო გამოწყობილი A Complete Unknown-ის მეორე ვარსკვლავი ელ ფენინგიც. ახალგაზრდა მსახიობის დახვეწილი თეთრი კაბა, შავი ბაფთითა და უზარმაზარი ბრილიანტის ყელსაბამით სიმბოლურად გრეის კელის უკვდავ ელეგანტურობას ასხივებდა. ელ ფენინგის კაბა ნამდვილად Givenchy Couture-ის განსაკუთრებული ნამუშევარია.
არიანა გრანდე კი, წითელ ხალიჩაზე Schiaparelli-ს უახლესი კოლექციის კაბაში გამოჩნდა. მომღერალი ბოლო პერიოდში ხშირად ატარებს ვარდისფერს - Wicked-ის გლინდას ფერს, და ეს საღამოც გამონაკლისი არ ყოფილა.
Ph: Robyn Beck
სინთია ერივომაც არ უღალატა ელფაბას ფერებს და ლუი ვიტონის მუქ მწვანე კაბაში გამოჩნდა.
ზოი სალდანა, რომელმაც კარიერაში პირველი ოსკარი აიღო, Saint Laurent-ის უნიკალური კაბით ბრწყინავდა წითელ ხალიჩაზე.
ფელისიტი ჯონსმა, რომელიც ფილმ ბრუტალისტში შესრულებული როლით ოსკარზე იყო ნომინირებული, არმანის კაბა შეარჩია. კაბის დახვეწილი დიზაინი და არქიტექტურული ელემენტები ბრუტალისტური მოდის არსს იდეალურად გადმოსცემდა.
ლილი როუზ დეპი ოსკარის დებიუტს შანელის კაბაში გამოწყობილი შეხვდა. კაბის დიზაინი შანელის 1995 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციით იყო შთაგონებული.
წითელი ხალიჩისთვის დოჯა ქეთმა Balmain-ის ლეოპარდის პრინტის კაბა შეარჩია, რომელიც Pierre Balmain-ის 1953 წლის შემოდგომა/ზამთრის დიზაინით იყო ინსპირირებული.
დემი მური არმანი პრივეს კაბაში პირდაპირი მნიშვნელობით ბრწყინავდა. მურს Chopard-ის კოლექციის ოქროსა და ბრილიანტის სამკაულიც ამშვენებდა.
Ph: Angela Weiss/AFP
უნდა ვახსენოთ კიმ კარდაშიანიც, რომელიც Balenciaga-ს 2025 წლის კოლექციის 55-ე ლუქით წარდგა Vanity Fair-ის წითელ ხალიჩაზე.
დაათვალიერეთ სხვა გამორჩეული ლუქები ოსკარების და Vanity Fair-ის წითელი ხალიჩიდან:
ლისა მარკგონსა და Bvlgari-ში
ლუპიტა ნიონგო შანელის კაბაში
რაია ვივიენ ვესტვუდის კაბასა და ლორენ შვარცის სამკაულებში
Dolce & Gabbana-ს 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია Cool Girls - თავდაჯერებულობა, ფუფუნება და თანამედროვე ესთეტიკა. გაიგეთ, როგორ აერთიანებს ბრენდი ტრადიციასა და ინოვაციას.
თბილისის ყველაზე ესთეტიკური რესტორნები – უნიკალური ინტერიერი, გემრიელი კერძები და განსაკუთრებული ატმოსფერო. აღმოაჩინეთ საუკეთესო კაფეები და რესტორნები, სადაც თანამედროვე ესთეტიკა ძველი თბილისის ხიბლს ერწყმის.
ათენი წლის ნებისმიერ დროს უნიკალურია – აღმოაჩინეთ ქალაქის ისტორია, კულტურა, გასტრონომია და ენერგიული ღამის ცხოვრება. გაიგეთ, რა უნდა მოინახულოთ, სად უნდა ისადილოთ და როგორ შეიგრძნოთ ათენის ავთენტური ატმოსფერო.