#მუსიკა

საუკეთესო მომენტები COACHELLA 2025-დან

გაზიარება:

Coachella-ს ფესტივალის ცხელი, ვარსკვლავებით სავსე, დაუვიწყარი პერფორმანსებითა და ლუქებით გამორჩეული დღეებიც დასრულდა. სანამ შთაბეჭდილებები ჯერ კიდევ ცხელია, წლევანდელი ფესტივალის დაუვიწყარ მომენტებს გადავხედოთ.

Lady Gaga, Coachella 2025, ლედი გაგა
Ph: Kevin Mazur/ Getty Images

წლევანდელი Coachella-ს სცენა უდავოდ ლედი გაგამ დაიპყრო. პოპვარსკვლავმა უბრალოდ კი არ იმღერა, არამედ ორ საათიანი დაუვიწყარი შოუ დადგა. პერფორმანსი უზარმაზარ წითელ კაბაში გამოწყობილმა გახსნა სიმღერით Bloody Mary, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ამ კაბის ქვეშ გაგას მოცეკვავეებით სავსე რკინის გალია იმალებოდა. მომღერალს ლედი მაკბეტის შთაგონებით შექმნილი, ავსტრალიელი დიზაინერის, სამუელ ლუისის, სისხლისფერი მოსაცმელი ეცვა.

Lady Gaga, Coachella 2025, ლედი გაგა
Ph: Kevin Mazur/ Getty Images

გაგამ ბროდვეიდან სიურრეალიზმში გადაინაცვლა და Perfect Celebrity თურქი დიზაინერის, Dilara Findikoglu-ს, ლუქში შეასრულა. შოუ კი Matières Fécales-ის კოსტიუმში გამოწყობილმა Bad Romance-ის შესრულებით დახურა.

Coachella-ს ერთ-ერთი ხიბლი სცენაზე მოულოდნელი სტუმრების გამოჩენაა. წელს, მეორე უიკენდზე, სცენაზე ტონისა და გრემის მფლობელი სინთია ერივო გამოჩნდა. ლოს ანჯელესის ორკესტრთან ერთად მან ჯერ თავისი ახალი ალბომიდან ბალადა შეასრულა, შემდეგ კი პრინცის Purple Rain-ით მთელი აუდიტორია დაადუმა.

სინთია ერივო,  Cynthia Erivo, Coachella 2025, ქოაჩელა 2025
Ph: Timothy Norris/ Getty Images

სასიამოვნო სიურპრიზი იყო Charli xcx-ის პერფორმანსის დროს ბილი აილიშის (Guess), ტროი სივანისა (Talk, Talk), და ლორდის (Girl, So Confusing) გამოჩენაც.

Charlie xcx, ბილი აილიში, ლორდი, ტროი სივანი, Coachella 2025

აუცილებლად უნდა ვახსენოთ K-pop, რომელიც უკვე წლებია Coachella-ს განუყოფელი ნაწილია, მაგრამ წელს Lisa-სა და Jennie-სთვის განსაკუთრებული საფესტივალო დღეები იყო.

ლისა, Lisa, Coachella 2025, K-pop
Ph: Katie Flores

Lisa-ს სოლო დებიუტი ჰქონდა და თავისი ჰიტები - Money, Rockstar და Elastigirl - შეასრულა. პირველ რიგში მის გასამხნევებლად The White Lotus-ის მსახიობებიც გამოჩნდნენ. Jennie-მ კი საფესტივალო პერფორმანსით დაამტკიცა, რომ შესანიშნავი სოლო არტისტია.

Jennie, Coachella 2025, ჯენი, K-pop
Ph: Getty Images

Coachella-ს ერთ-ერთი გასაოცარი პერფორმანსი ბენსონ ბუნისგან ვიხილეთ. ახალგაზრდა არტისტის სადებიუტო შესრულებების ვიდეოებმა მთელი მსოფლიო მოიარა. ნამდვილი Highlight-ი კი Bohemian Rhapsody-ს გაცოცხლება იყო.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Benson Boone (@bensonboone)

სცენაზე მის გვერდით თავად ბრაიან მეი გამოჩნდა! მართალია, მაყურებელთა ნაწილმა ლეგენდა ვერ იცნო (ალბათ ძალიან ახალგაზრდა მსმენელები იყვნენ შეკრებილნი), მაგრამ Queen-ის გიტარისტის გამოჩენა, Dolce & Gabbana-ს იდეალური კოსტიუმი და ფრედი მერკურის ცნობილი ნახტომის იმიტაცია, ფესტივალის ისტორიაში უდავოდ დიდი ასოებით ჩაიწერება.

Tyla, Coachella 2025 weekend.2, ტაილა
Ph: Timothy Norris/ Getty Images

სამხრეთ აფრიკელი პოპ/R&B ვარსკვლავი ტაილა სცენაზე ჩვეულ სტილში, სრული თავდაჯერებით გამოჩნდა. მისი ვოკალი, მოძრაობები, სტილი და ფესტივალისთვის იდეალურად შერჩეული სიმღერები ისევ და ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო.

Tyla, Coachella, ტაილა, Becky G
ტაილა და Becky G ფესტივალის პირველი კვირის, პირველ დღეს Ph: Getty Images

Coachella-ს სცენა მეგან თი სტალიონმაც დაიკავა და შოუ თავის გმირებსა და შთაგონების წყაროებს მიუძღვნა. სცენაზე მასთან ერთად ვიქტორია მონე, სიარა და ქუინ ლატიფა გამოჩნდნენ.

Coachella 2025, სიარა, მომღერალი, მეგან თი სტალიონი, Megan Thee Stallion, Ciara
Ph: Kevin Mazur/ Getty Images

ქალთა ჰიპ-ჰოპის ისტორია, მათი გავლენა და უსაზღვრო ენერგია მთელს უდაბნოს მოედო - ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი, ფემინისტური და ენერგიული მომენტი ფესტივალზე.

ქუინ ლატიფა, მეგან თი სტალიონი, Megan Thee Stallion, Queen Latifah

პოსტ მელოუნმა 2025 წლის ფესტივალის მთავარი სცენა 90-წუთიანი კონცერტით დახურა, სადაც ახალი ალბომის country სიმღერებიც შეასრულა და მისი ძველი ჰიტებიც არ დავიწყებია. ჯინსებში, პერანგსა და კოვბოის ქუდში გამოწყობილმა მომღერალმა სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი შესრულება შემოგვთავაზა. განსაკუთრებით ემოციური იყო I Fall Apart-ისა და Losers-ის შესრულებები.

პოსტ მელოუნი, Post Malone, Coachella 2025
Ph: Darlene Sanzon

სცენაზე მოულოდნელად გამოჩნდა ედ შირენი, რომელმაც პოსტ მელოუნთან ერთად Sunflower შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ სცენის დეკორაცია და შოუს ელემენტები სხვა არტისტებთან შედარებით მინიმალისტური იყო, მელოუნის გულწრფელობამ და აუდიტორიასთან ემოციურმა კავშირმა გაზაფხულის ცხელი დღე ერთ-ერთ დაუვიწყარ მომენტად აქცია.

ზევით