როგორ შევქმნათ დიდი სივრცის ილუზია პატარა ოთახში?
#დეკორისახლი ის ადგილია, რომელიც სიმყუდროვესა და სიმშვიდესთან უნდა ასოცირდებოდეს. სწორედ ამაზე დაყრდნობით იწყებს მუშაობას ინტერიერის დიზაინერიც და ცდილობს, ვიზუალურ მხარეზე ზრუნვასთან ერთად, კომპოზიციის ფუნქციურად განაწილებაზეც იფიქროს. ეს ყოველივე გამოწვევაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პატარა სივრცის მოწყობასთან გვაქვს. ამჯერად The Diary მცირე ზომის სივრცის მოსაწყობად საჭირო რამდენიმე ხრიკს გაგიზიარებთ.