პაპის კონკლავი: როგორ მიმდინარეობს ახალი პაპის არჩევის საიდუმლო რიტუალი
როგორ აირჩევა კათოლიკური ეკლესიის ახალი ლიდერი პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ — კონკლავის წესები, კანდიდატები და პროცესის მნიშვნელობა.
TheDiary ახალ ეტაპზე გადადის – ამიერიდან ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე ინგლისურენოვან სტატიებსაც წაიკითხავთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს კულტურა, ხელოვნება და საინტერესო ადამიანების შესახებ ამბები ახლა უფრო ფართო აუდიტორიისთვის იქნება ცნობილი. ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის აღსანიშნავად, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში შევიკრიბეთ და საღამოზე ის ადამიანები მოვიწვიეთ, რომელთა ისტორიებიც უკვე არაერთხელ გაშუქებულა ჩვენს პლატფორმაზე – მხატვრები, მუსიკოსები, ცნობადი სახეები თუ სხვადასხვა ბრენდის წარმომადგენლები.
ღონისძიება მუზეუმის გამორჩეული ექსპოზიციით გაიხსნა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ქართველი რევოლუციონერი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც წინააღმდეგობის ძალასა და უსაზღვრო თავისუფლებას ასხივებენ.
![]() |
![]() |
მუზეუმის შემდეგ სტუმრები პრეზენტაციის დარბაზში დაბრუნდნენ, სადაც The Diary-ს დამფუძნებლებმა ჟურნალის მისიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ჩვენი მედია პლატფორმა პანდემიის პერიოდში შეიქმნა, იმ დროს, როცა ყველა ჩვენგანი სამყაროსთან კავშირის გაბმას სხვადასხვა გზით ცდილობდა.
The Diary გახდა ის სივრცე, სადაც ყველა თავის ისტორიას ჰყვება და ამ წლების მანძილზე, ჟურნალმა მრავალი ნიჭიერი და შთამაგონებელი ქართველი გააცნო მკითხველს, მათ შორის გასაოცარი GOGO-ები, რომლებიც წარმატებულ ბიზნესებს უძღვებიან. The Diary აშუქებს ქართველების წარმატებას ქვეყნის შიგნით და გარეთ, ქვეყნის გაერთიანების გზაზეც ტოვებს თავის ნაკვალევს, ეძებს ინსპირაციულ ადამიანებს ყველგან და მათ შესახებ გიყვებათ თქვენ. ახლა კი დროა, ეს ამბები საერთაშორისო საზოგადოებასაც გავუზიაროთ. საქართველოს ისტორიები იმსახურებს უსაზღვრო აუდიტორიას და სწორედ The Diary იქნება ინფორმაციული მედიუმი საქართველოსა და დანარჩენ სამყაროს შორის.
ღონისძიებაზე მოვისმინეთ ორი მხატვრის, მარიამ ახობაძისა და მარიამ აქუბარდიას სიტყვაც. მათ კულტურული დიპლომატიის ძალაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქართული ხელოვნებისა და კულტურის თავისუფალ გარემოში განვითარება მხოლოდ ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობით და ერთგული მეგობრების შეძენითაა შესაძლებელი.
საღამო მუსიკალური ნაწილით - თამთა თავართქილაძის კომპოზიციით - ემოციურ ფონზე დასრულდა. თამთას ტრეკში ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვები გაჟღერდა: "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი" – რაც ერთგვარი განაცხადი იყო.
თამთას თქმით, შემოქმედება არის ის, რასაც საქართველოში სჭირდება ფართო გზა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ამ გზის გაკვალვაში კი, დასავლეთის მიმართულებით ბილეთი ძალიან დაგვეხმარება.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო The Diary-ის რუბრიკებს: მოდა, სილამაზე, ფოტოგრაფია, სპორტი, მოგზაურობა და რუბრიკა „წიგნების თარო“.
ღონისძიებაზე ჩაწერილი ინტერვიუები და გადაღებული ფოტოები The Diary-ს არქივს შეემატება. ჩვენ კი ახალ გზას უკვე გავუდექით და მზად ვართ, ქართული ისტორიები და ნიჭიერი ადამიანების საქმიანობა ინგლისურენოვან აუდიტორიას გავაცნოთ.