მსოფლიო მოდის სამყაროში ყოველ სეზონზე ახალი სახეები ჩნდებიან - ახალგაზრდა მოდელები, რომლებიც ხელახლა განსაზღვრავენ სილამაზის სტანდარტებს. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული სახეა ნასტასია ლეგრან ბაბლუანი, ქართველი მოდელი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული მოდის სახლების პოდიუმებზე ვიხილეთ.
ფოტო: Jean Baptiste Soulliat
ნასტასია მსახიობ ოლგა ბაბლუანის შვილი და ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის შვილიშვილია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი კინოსთანაა მჭიდროდ დაკავშირებული, ნასტასია მოდის სფეროში აპირებს კარიერის შენებას. თუმცა, ის ასევე მონაწილეობს ფილმში What Can I Wish You Before the Fight?, რომლის რეჟისორიც სოფია ბაბლუანი გახლავთ.
ქართველი მოდელის საერთაშორისო წარმატება განსაკუთრებული სიამაყის მიზეზია საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელიც სულ უფრო მყარად იმკვიდრებს ადგილს მაღალი მოდის სამყაროში. შეგახსენებთ, რომ მატილდა გვარლიანი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელია, ხოლო სულ ახლახან დემნა გვასალია გუჩის კრეატიული დირექტორი გახდა. ნასტასია ბაბლუანის გამოჩენაც კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართველ ხალხს მოდის მსოფლიო ასპარეზზე დიდი მომავალი აქვს.
ნასტასიას გზა მხოლოდ ახლა იწყება და სულაც არ გაგვიკვირდება, თუ ის მალე თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი გახდება.
Amazon Prime-ის ახალი სერიალი Off Campus რომანტიკული დრამების ჟანრს ახალ სიცოცხლეს სძენს. სერიალი ელ კენედის პოპულარულ წიგნებს ეფუძნება და მაყურებელს საინტერესო თინეიჯერულ დრამაში ეპატიჟება.
TheDiary-ის ახალი Cover Story საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. მისი მთავარი გმირები მსახიობი აპოლონ კუბლაშვილი და „დელფოსის“ გამორჩეული კოლექციაა, რომელიც თითბრისგან შექმნილ მოვერცხლილ და მოოქრულ ფიგურებს აერთიანებს.