კანის მოვლის ყველაზე გავრცელებული შეცდომები
ყოველდღიურობაში ხშირად ვუშვებთ შეცდომებს თავის მოვლის რუტინაში, რაც კანის ნაადრევ დაბერებას, გამონაყარსა და გამოშრობას იწვევს. გაიგეთ, როგორ აიცილოთ ეს პრობლემები და შეინარჩუნოთ ჯანმრთელი კანი.
მოდის კვირეულების სეზონი დასრულდა, და რა თქმა უნდა, ფინალი პარიზის მოდის კვირეულში შედგა. პარიზის ჩვენებები ყოველთვის გამორჩეულია, მაგრამ წელს დიზაინერებმა საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინეს.
დატვირთულ განრიგში განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს როგორც სახელგანთქმულმა მოდის სახლებმა, ასევე ახალგაზრდა დიზაინერებმა, რომლებმაც თანამედროვე ესთეტიკის ახლებური ხედვა წარმოადგინეს. პარიზმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არა მხოლოდ მოდის ჭეშმარიტი დედაქალაქია, არამედ სივრცეა, სადაც ახალი იდეები იქმნება, ტრენდები ყალიბდება, ხოლო სტილი ახალ განზომილებებს იძენს.
წარმოგიდგენთ TheDiary-ის მიერ შერჩეულ საუკეთესო ლუქებს შემოდგომა/ზამთარი 2025-ის კოლექციებიდან, რომელიც პარიზის მოდის კვირეულზე ბრენდებმა წარადგინეს.
YSL
Saint Laurent-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში le smoking კოსტიუმები დომინირებდა. ვაკარელომ ამ სეზონზე კვლავ გააცოცხლა ივ სენ ლორანის თანამედროვე ქალი და თითქმის მთელი ჰოლივუდი შარვალსა და პიჯაკში შემოსა. თუმცა, შემოდგომა-ზამთრის სეზონზე დიზაინერი გვთავაზობს მეტ ფემინურობას, რომელიც დახვეწილად ერწყმის თანამედროვეობას.
პარიზში გამართულ ჩვენებაზე ვაკარელომ წარმოადგინა საღამოს კაბები ტყავის პიჯაკებთან კომბინაციაში. მოდელებმა პოდიუმზე აბრეშუმის ელეგანტურ კაბებში შეაბიჯეს. განსაკუთრებული ყურადღება კი წელზე კონტრასტული ქამრებით შეკრულმა ფერადმა პალტოებმა მიიპყრო.
CHANEL
მეთიუ ბლაზის დიდი მოლოდინით აღსავსე დებიუტამდე Chanel-მა Grand Palais-ში გიგანტური შავი ბაფთის ფორმის სცენა შექმნა, ხოლო ბრენდის შიდა დიზაინერულმა გუნდმა ელეგანტური და დახვეწილი კოლექცია წარადგინა, რომელიც ერთდროულად ინარჩუნებდა Chanel-ის მემკვიდრეობას და ამავდროულად მას ახალ სტილში წარმოაჩენდა.
![]() |
![]() |
ტვიდის ორეული კოსტიუმები და მასიური ნაქსოვი სვიტრები გამორჩეული, სიცოცხლით სავსე ფერებში იყო წარმოდგენილი – ალუბლისფერი წითელი, ფისტის მწვანე და სხვა თვალშისაცემი ტონები კოლექციას ახალ ენერგიას მატებდა. ჯინსმა მსუბუქი და ნახევრად გამჭვირვალე ტექსტურა მიიღო, ხოლო აქსესუარები Chanel-ის ესთეტიკა შეინარჩუნეს: ბრენდის iconic ყელსაბამები და ქამრები უცვლელი დარჩა.
ჩვენებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ჩანთებმა, რომლებიც გიგანტურ მარგალიტის მძივებს მოგაგონებდათ, რომლებიც თითქოს მოდელების მხრებზე ნაზად იყო გადაკიდებული.
DIOR
Dior-ის 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის კრეატიულმა დირექტორმა მარია გრაცია კიურიმ შთაგონება ვირჯინია ვულფის ელისაბედის ხანის თემატიკით გაჯერებული რომანიდან Orlando აიღო.
დიზაინერის ხედვა გაცოცხლდა დინამიკურ, მუდმივად ცვალებად პოდიუმზე, სადაც მოდელებმა ხელით ნაქარგი საღამოს კაბები, პიჯაკები Dior-ის საკულტო “J’adore Dior” მაისურებთან შეხამებული და მკვეთრი კონტურების მქონე კოსტიუმები პომპეზური საყელოებითა და გოფრირებული სახელოებით გაფორმებულ პერანგებთან ერთად წარადგინეს.
![]() |
![]() |
ALAÏA
პიტერ მიულე არასდროს წყვეტს მოდის საზოგადოების გაოცებას თავისი მომავლისკენ მიმართული ხედვით.
![]() |
![]() |
Alaïa-ს 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია გაჯერებული იყო თამამი ლუქებით, რომლებიც ტრადიციული სილუეტების საზღვრებს სცილდებოდა. თითოეული ლუქი, რომელიც პარიზის ჩვენებაზე ვიხილეთ, გამოირჩეოდა კონსტრუქციული ფორმებით, რომლებიც მოდელთა სხეულს მოძრავ არქიტექტურულ შედევრებად გარდაქმნიდა.
BALMAIN
ოლივიე რუსტენი უკვე 14 წელია ხელმძღვანელობს Balmain-ს, ამ დროის განმავლობაში კი ბრენდს საკუთარი უნიკალური ხელწერა შესძინა.
![]() |
![]() |
2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში მან Balmain-ის მკვეთრი სილუეტები საფარის სტილის ელეგანტურობით გაამდიდრა – თანამედროვე ცხოველური მოტივებით, მათ შორის ნაქარგი ზებრას პრინტებითა და მასიური ტყავის ტანსაცმლით.
ISSEY MIYAKE
Issey Miyake-ს პოდიუმზე სამოსის ტარების ტრადიციული წესები თავდაყირა დადგა - შიგნიდან გარეთ, ზემოდან ქვემოთ და პირიქით. სწორედ ეს დეკონსტრუქცია აქცევს Issey Miyake-ს ჩვენებას მოდის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სანახაობად.
პოდიუმზე შარვლებმა სვიტრების ადგილი დაიკავეს, ხოლო ნაქსოვი ხელთათმანები შარფებად იქცა. განსაკუთრებული აქცენტი oversize ფორმებზე გაკეთდა – კოლექციას სიმსუბუქისა და ირონიული ხასიათის შესამატებლად, დიზაინერმა მასიური ზომის შოპინგ-ჩანთის ფორმის ზედები წარმოგვიდგინა.
VALENTINO
და ბოლოს, ალესანდრო მიკელეს Valentino-ს 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება ნამდვილ თეატრალურ წარმოდგენად იქცა. შოუს დევიდ ლინჩისეული ატმოსფერო ჰქონდა - პირქუში, დაძაბული და ამავდროულად გამომწვევი. მიკელემ ინტიმურობის მანიფესტი შექმნა, სადაც საკუთარი მე სტაბილური მდგომარეობა კი არ არის, არამედ გარდამავალი სპექტაკლი.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
მიკელეს Valentino FW25 ჩვენება პერფორმანსი იყო, რომელიც ტანსაცმლის საშუალებით თითოეული ინდივიდის ამბავს ჰყვებოდა.