100 წელი ლეგენდის, სახელად სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან
#კინო100 წლის წინ, 1924 წლის 9 იანვარს, თბილისში დაიბადა ბიჭი, სახელად სერგეი (სერგეო) ფარაჯანოვი, რომელსაც განგებამ დიდებითა და ფათერაკებით აღსავსე ცხოვრება უბოძა. თუმცა, ძნელი დასაჯერებელია, რომ ისეთი „ხულიგანი“ კინორეჟისორი, როგორიც სერგო ფარაჯანოვი გახლდათ, ზედმიწევნით გაჰყვებოდა მისთვის დაწერილ ბედსწერას. ფარაჯანოვი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც დადგენილი წესების დარღვევითა და ამ დაუმორჩილებლობის აქტით მიღებული ენერგიით საზრდოობენ.