ჯუდ ლოუ თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტმოქმედის, რუსეთის პრეზიდენტის, როლისთვის ემზადება. ვლადიმერ პუტინის როლს ინგლისელი მსახიობი ფრანგი რეჟისორისა და სცენარისტის, ოლივიე ასაიასის , პოლიტიკურ ტრილერში შეასრულებს.
ოსკაროსან ჯუდ ლოუს მეორეხარისხოვან როლში ვიხილავთ. ფილმს The Wizard of the Kremlin ჰქვია და პოსტსაბჭოთა პოლიტიკური სამყაროსა და პუტინის აღზევებაზე მოგვითხრობს. ჯუდ ლოუს ჯერ არ დაუწყია როლისთვის მზადება და ამბობს, რომ ეს გამოწვევა „ევერესტის დალაშქვრის ტოლფასია“. ფილმი ძირითადად ჯულიანო და ემპოლის ამავე სახელწოდების ბესტსელერს ეფუძნება.
სიუჟეტი 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის ნგრევით გამოწვეულ ქაოსს მიუყვება. სათაურში ნახსენები „ჯადოქარი“ წიგნის პროტაგონისტია და ის არა პუტინი, არამედ ვადიმ ბარანოვი გახლავთ.
პოლ დანო. ph: Christina House / Los Angeles Times
ფილმისა და წიგნის მთავარი გმირი ვადიმ ბარანოვია, რომლის როლშიც პოლ დანოს ვიხილავთ.
ახალგაზრდა ბარანოვი პუტინის მრჩეველი ხდება და ახალ პოლიტიკურ ფიგურას საჯარო იმიჯის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ამ მისიის შესასრულებლად, ბარანოვი სიმართლეს ომს უცხადებს და ხალხის პროპაგანდით „გამოკვება“ მისი დირიჟორობით იწყება.
ვადიმ ბარანოვი ფიქციური პერსონაჟია, თუმცა მას ბევრი საერთო აქვს რუს პოლიტიკოს ვლადისლავ სურკოვთან. მისი უცნაური პროფილი და წარსული ხშირად გამხდარა დისკუსიის საგანი. The New York Times-მა მას რუსეთის „ყველაზე დამაინტრიგებელი ფიგურა“ უწოდა.
პუტინი და ვლადისლავ სურკოვი.
ფილმი მძიმე პოლიტიკური ტრილერი იქნება, რომელშიც ძალაუფლებასა და მორალურ სიმართლეს შორის გაჭედილ ადამიანებს ვიხილავთ. ჯუდ ლოუსა და პოლ დანოს გარდა ეკრანზე გამოჩნდებიან Alicia Vikander-ი, Zach Galifianakis-ი, Tom Sturridge-ი.
ჯუდ ლოუ ჰენრი VIII-ის როლში, ფილმში Firebrand
ჯუდ ლოუსთვის ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა მსოფლიოში ცნობილი ლიდერის როლს მოირგებს. მისი კარიერა უკვე მოიცავს პაპ პიუს XII-ისა და ჰენრი VIII-ის განსახიერებას.
ჯუდ ლოუ ფილმში The Young Pope
The Wizard of the Kremlin-ის გამოსვლის ოფიციალური თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლეს მომავალში ეს ფილმი ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი გახდება.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.
თბილისში მოდის სფეროს მთავარი მოვლენა - Mercedes-Benz Fashion Week ბრუნდება. Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში თავმოყრილი კრეატიული ენერგია წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს შეიძენს.
შვედი არტისტი ჯეი-ჯეი იოჰანსონი თბილისს უბრუნდება, ამჯერად საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ანსამბლ „შავნაბადას“ თანხლებით. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, იოჰანსონის ნაცნობი მელოდიები სრულიად ახალ ჟღერადობას მიიღებს.