TheDiary-ს მკითხველთან ოქროს გლობუსის ცერემონიის ამბებით დავბრუნდით. რიგით 82-ე ღონისძიების წამყვანი ნიკი გლეისერი გახლდათ, რომელმაც საღამო ტრადიციულად სახალისო სიტყვით გაიხსნა. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ამერიკელმა სთენდაფერმა არავინ დაინდო და ბოლო დროს ყველაზე გახმაურებულ P. Diddy-საც გადასწვდა.
ph: Rich Polk/Getty Images
ნიკიმ სცენიდან Wicked-ის ვარსკვლავურ მაგიდასაც მიმართა, რომელსაც არიანა გრანდე და სინთია ერივო ამშვენებდნენ. აქვე იმყოფებოდა სელენა გომესი საქმროსთან, ბენი ბლანკოსთან ერთად. საღამოზე მსახიობი - ტომოთი შალამე კაილი ჯენერთან ერთად ვიხილეთ. სტუმრებს შორის ასევე გახლდათ BabyGirl-ის ვარსკვლავი ნიკოლ კიდმანი, რომელიც გუშინ ოქროს გლობუსზე მეოცედ იყო წარდგენილი.
ph: Daniel Cole/Reuters
ცერემონიას ასევე ესწრებოდა ზენდეია, რომელსაც საინტერესო როლებით დახუნძლული წელი ჰქონდა. მსახიობის ხელს ბრილიანტის ბეჭედი ამშვენებდა, შესაბამისად მისი და ტომ ჰოლანდის ნიშნობის შესახებ სამართლიანი ეჭვიც გაჩნდა.
სელენა გომესი და ბენი ბლანკო. ph: Getty Images
რაც შეეხება ნომინანტებს, ოქროს გლობუსის ყველაზე მეტ, 10 ნომინაციაში წარდგენილი ნამუშევარი Emilia Pérez-ი 4 ჯილდოს მფლობელი გახდა. ფილმი წლის საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს, რომელმაც საუკეთესო მიუზიკლისა და საუკეთესო კომედიის ჯილდოებთან ერთად, საუკეთესო არა-ინგლისურენოვანი ფილმის ტიტულიც დაიმსახურა. ნამუშევარი თავისი არსით იმდენად ფემინურია, რომ მისი თითოეული გამარჯვება ქალების საერთო ტრიუმფადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამასთან ერთად, ფილმში ზოი სალდანას შთამბეჭდავმა შესრულებამ მას საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ჯილდოც მოუტანა.
Emilia Pérez-ის ქასტი. ph: Michael Buckner/Getty Images
აუცილებლად უნდა ვახსენოთ სატელევიზიო შოუ Shōgun, რომელმაც ყველა იმ ნომინაციაში გაიმარჯვა, რომელშიც წარდგენილი იყო. მათ შორის აღსანიშნავია საუკეთესო სატელევიზიო დრამის ნომინაცია. ანა სავაიმ და ჰიროიუკი სანადამ საუკეთესოდ შესრულებული როლებისთვის დაიმსახურეს ჯილდოები, ტადანობუ ასანო კი, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლის პრიზით დაბრუნდა შინ.
ანა სავაი. ph: Rich Polk/Getty Images
შეგვიძლია, The Brutalist საღამოს ერთ-ერთ მთავარ გამარჯვებულ ნამუშევრად ვაღიაროთ. ფილმმა, რომელიც შვიდ კატეგორიაში იყო ნომინირებული, სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა: საუკეთესო დრამა, საუკეთესო მსახიობი (Adrien Brody) და საუკეთესო რეჟისორი (Brady Corbet).
ედრიან ბროუდი. ph: Rich Polk/Getty Images
დაჯილდოებაზე დემი მურის ტრიუმფიც ვიხილეთ. მურმა საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო The Substance-ში შესრულებული როლით დაიმსახურა. სცენაზე ჯილდოს ასაღებად ასულმა 62 წლის მსახიობმა აღნიშნა, რომ ეს როლი მისთვის ცხოვრების მძიმე პერიოდის დასასრული აღმოჩნდა.
ph: Rich Polk/Getty Images
ახლა კი, მოდით თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს შევავლოთ თვალი:
საუკეთესო ფილმი, დრამის კატეგორიაში
“The Brutalist”
საუკეთესო ფილმი მიუზიკლის/კომედიის კატეგორიაში
“Emilia Pérez”
საუკეთესო ფილმი, ანიმაციის კატეგორიაში
“Flow”
Flow-ს მსახიობები. ph: AP Photo/Chris Pizzello
კინემატოგრაფიული და კომერციული წარმატება
“Wicked”
საუკეთესო არა-ინგლისურენოვანი ფილმი
“Emilia Pérez”
საუკეთესო მსახიობი ქალი - დრამა
Fernanda Torres, “I’m Still Here”
საუკეთესო მსახიობი კაცი - დრამია
Adrien Brody, “The Brutalist”
საუკეთესო მსახიობი ქალი - მიუზიკლის/კომედია
Demi Moore, “The Substance”
საუკეთესო მსახიობი კაცი - მიუზიკლის/კომედია
Sebastian Stan, “A Different Man”
ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი - დრამა
Zoe Saldaña, “Emilia Pérez”
ph: Christopher Polk/Getty Images
კაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი - დრამა
Kieran Culkin, “A Real Pain”
საუკეთესო რეჟისორი - დრამა
Brady Corbet, “The Brutalist”
საუკეთესო სცენარი
Peter Straughan, “Conclave”
საუკეთესო კინომუსიკა
Trent Reznor and Atticus Ross, “Challengers”
საუკეთესო სიმღერა
“El Mal,” “Emilia Pérez”
საუკეთესო სერიალი - დრამა
“Shogun”
ph: AP Photo/Chris Pizzello
საუკეთესო სერიალი - მიუზიკლი/კომედია
“Hacks”
საუკეთესო მინისერიალი
“Baby Reindeer”
Baby Reindeer-ის მსახიობები. ph: AP Photo/Chris Pizzello
საუკეთესო მსახიობი ქალი ტელესერიალში - დრამა
Anna Sawai, “Shogun”
საუკეთესო მსახიობი კაცი ტელესერიალში - დრამა
Hiroyuki Sanada, “Shogun”
საუკეთესო მსახიობი ქალი ტელესერიალში - მიუზიკლი/კომედია
Jean Smart, “Hacks”
საუკეთესო მსახიობი კაცი ტელესერიალში - მიუზიკლი/კომედია
Jeremy Allen White, “The Bear”
საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში
Jodie Foster, “True Detective: Night Country”
საუკეთესო მსახიობი კაცი მინისერიალში
Colin Farrell, “The Penguin”
ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი ტელესერიალში
Jessica Gunning, “Baby Reindeer”
კაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი ტელესერიალში
Tadanobu Asano, “Shogun”
საუკეთესო შესრულება სატელევიზიო Stand-up კომედიაში
2025 წლის ოსკარების ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები და დაუვიწყარი მომენტები – Anora-ს ტრიუმფი, მაიკი მედისონის და ედრიენ ბროუდის გამარჯვებები, ტექნიკური კატეგორიების ლიდერი Dune: Part Two და სხვა საინტერესო დეტალები.
თებერვალი სერიალების მოყვარულებისთვის საუკეთესო თვე გამოდგა. სტრიმინგ პლატფორმებზე გამოჩნდა დრამა, კომედია, საკულტო შოუების ახალი სეზონები და საინტერესო ეკრანიზაციები. ამ სტატიაში საუკეთესო პრემიერების სია მოგიმზადეთ, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ.
წლევანდელ SAG Awards-ზე „Lifetime Achievement“-ის ჯილდო ჯეინ ფონდამ დაიმსახურა. პრიზების გარეშე არ დარჩენილან ტიმოთი შალამე, დემი მური თუ ზოი სალდანა. წაიკითხეთ დაჯილდოების მთავარ მომენტებზე ჩვენს სტატიაში.