ჰოლივუდის გამორჩეული მსახიობი სელმა ბლერი საქართველოს ფილმის გადაღებებისთვის სტუმრობს. "Stay Forte" ასე ჰქვია ფილმს, რომლის სიუჟეტიც 2023 წლის 7 ოქტომბრის მოვლენებზეა აგებული. ამ ტრაგიკულ დღეს, მსოფლიო ახალ, საშინელი ქაოსის რეალობას შეეჩეხა, როცა ყველა ომმა და უბედურებამ მოიცვა.
ფილმი ღაზას მიწისქვეშა გვირაბებში სამი მამაცი ბიჭის 52 დღიან ტყვეობას აღწერს. ეს არის ისტორია რეალურ ამბავზე, სადაც გმირები წარმოუდგენელი პირობებისა და სიკვდილის შიშის მიუხედავად, გადარჩენისთვის იბრძვიან. ამბის ნამდვილი გმირები ტყვედ ჩავარდნილი ებრაელი Alon Shamriz-ი, Samer Talalka და Yotam Haim-ი არიან, რომლებიც გასული წლის 15 დეკემბერს IDF-ის გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპნენ. ებრაული პრესის მიხედვით, "Stay Forte" იქნება პირველი ფილმი ისრაელი-ჰამასის ომის შესახებ.
ფილმის რეჟისორი დორონ ერანია. ებრაელი კინორეჟისორის ანგარიშზე ისეთი ნამუშევრებია, როგორებიცაა "Melting Away', "Stalin's Disciples" და "God's Sandbox".
წყარო: matanel gotlib
თბილისში "Stay Forte"-ის გადაღებები ძირითადად მიწისქვეშა გვირაბებში მიმდინარეობს, რაც ფილმის სიუჟეტისთვის შესაბამის ატმოსფეროს ქმნის.
წყარო: matanel gotlib
ფილმიდან გაზიარებული კადრებიდან ვხვდებით, რომ რთული და ემოციურად მძაფრი სიუჟეტისთვის მზად უნდა ვიყოთ. ფილმზე უცხოელ კოლეგებთან ერთად, ქართველმა პროფესიონალებმაც იმუშავეს. ფილმში სავარაუდოდ ქართველი მსახიობი, ვიქტორია ბოკერიაც მიიღებს მონაწილეობას.
ფილმის აღწერიდან ჩანს, რომ „Stay Forte“-ს ისტორია ომის სირთულეებს ამხელს და თან ადამიანური გამძლეობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის ძალასაც უსვამს ხაზს. ეს ფილმი ერთგვარი შეხსენებაა, რომ ტკივილისა და გაჭირვების დროს თანადგომასა და სიყვარულზე ძვირფასი არაფერია.
კადრი ფილმიდან "Legally Blonde"
ქასთის და განსაკუთრებით სელმა ბლერის თბილისში ვიზიტი დიდ ყურადღებას იმსახურებს. სელმა ბლერს ისეთ საკულტო ფილმებში აქვს მონაწილეობა მიღებული როგორებიცაა "Cruel Intentions" და "Legally Blonde". ჰოლივუდის ვარსკვლავი აქტიურად საუბრობს სოციალურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე და ცდილობს უამრავი თემის ირგვლივ საზოგადოების ცნობიერება აამაღლოს. მას შემდეგ, რაც მსახიობს გაფანტული სკლეროზი დაუდგინდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარიერული პაუზა ჰქონდა აღებული. 2021 წელს გამოვიდა ფილმი "Introducing, Selma Blair", რომელშიც სელმა თავისი დიაგნოზის, ამ დაავადების გამოწვევებისა და მასთან ბრძოლის შესახებ საზოგადოებას უყვება. "Stay Forte"-ის თბილისური გადაღებები კი ცხადყოფს, რომ ის თავის საყვარელ საქმიანობას ნელ-ნელა უბრუნდება.
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.