#კინო

ოსკარის ნომინანტების სია ცნობილია

გაზიარება:

რიგით 97-ე ოსკარების ცერემონია ახლოვდება და ნომინანტების სიაც უკვე ცნობილია. აკადემიის წლევანდელი დაჯილდოების ლიდერი მიუზიკლი „ემილია პერესი“ გახდა, რომელმაც ნომინაცია 13 კატეგორიაში მოიპოვა. მის კვალდაკვალ კი „ბრუტალისტი“ და „ალქაჯი“ 10-10 ნომინაციით მოდიან.

ემილია პერესი“ წლის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ფილმად იქცა. ჟაკ ოდიარდის ნამუშევარმა ოქროს გლობუსის ოთხი ჯილდოც მოიპოვა.

ბრედი კორბეტმა ოქროს გლობუსზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო, ხოლო მისი ფილმი "ბრუტალისტი" შვიდ კატეგორიაში იყო წარდგენილი.

რაც შეეხება მიუზიკლ „ალქაჯს“ (Wicked), რომელიც ჯონ მ. ჩუს რეჟისორობითაა გადაღებული, წელს მაყურებლების ერთ-ერთი ფავორიტი გახდა. საუკეთესო ფილმის ნომინაციასთან ერთად, მთავარი და მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლები - არიანა გრანდე და სინთია ერივო - ინდივიდუალურ კატეგორიებშიც არიან წარდგენილნი. არც ის გაგვკვირვებია, რომ "ალქაჯი" საუკეთესო მუსიკის, საუკეთესო კოსტუმების, მხატვრობისა და კიდევ რამდენიმე კატეგორიაში მოხვდა. 

უნდა აღვნიშნოთ, რომ 2024 წელი მიუზიკლებისთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ორი მიუზიკლი - „ემილია პერესი“ და „ალქაჯი“ - ერთდროულად მოხვდა საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.

რაც შეეხება, წლის ყველაზე მასშტაბურ კინო მოვლენას, ოსკარის ცერემონიალს ცნობილი იუმორისტი კონან ობრაიანი წაიყვანს. ღონისძიება საქართველოს დროით 3 მარტს გაიმართება და პირდაპირ რეჟიმში ABC-ის არხზე შევძლებთ ყურებას, მანამდე კი შეგვიძლია ნომინანტების სრულ სიას გადავავლოთ თვალი:

საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში დასახელდა:

Anora 

The Brutalist 

A Complete Unknown  

Conclave

Dune: Part Two

Emilia Pérez  

I’m Still Here

Nickel Boys

The Substance  

Wicked

Wicked, არიანა გრანდე, სინთია ერივო, ოსკარები 2025, ოსკარის ნომინანტები 2025
კადრი ფილმიდან Wicked

საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში წარდგენილია:

Jacques Audiard, „Emilia Pérez“

Sean Baker, „Anora“  

Brady Corbet, „The Brutalist“  

Coralie Fargeat, „The Substance“  

James Mangold, „A Complete Unknown“  

ტომოთი შალამე, ბობ დილანი, A Complete Unknown, ოსკარები 2025, ოსკარის ნომინანტები 2025
ტომოთი შალამე ბობ დილანის როლში, ფილმი A Complete Unknown

საუკეთესო მსახიობი კაცი:

ედრიენ ბროუდი „The Brutalist“

ტომოთი შალამე „A Complete Unknown“

რეიფ ფაინზი „Conclave“

კოლმან დომინგო „Sing Sing“

სებასტიან სტენი „The Apprentice“

საუკეთესო მსახიობი ქალი:

სინთია ერივო „Wicked“

კარლა სოფია გასკონი „Emilia Pérez“

მაიკი მედისონი „Anora“

დემი მური  „The Substance“

ფერნანდა ტორესი  „I’m Still Here“

ზოი სალდანა, ემილია პერესი, Zoe Saldana, ოსკარის ნომინანტები 2025, ოსკარები 2025
ზოი სალდანა ფილმში Emilia Pérez

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი:

მონიკა ბარბარო „A Complete Unknown“

არიანა გრანდე „Wicked“

ფელისიტი ჯონსი „The Brutalist“

ისაბელა როსელინი „Conclave“

ზოი სალდანა „Emilia Pérez“

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი:

იურა ბორისოვი „Anora“

კიერან კალკინი "A Real Pain"

ედუარდ ნორტონი „A Complete Unknown“

გაი პირსი „The Brutalist“

ჯერემი სტრონგი  „The Apprentice“

Kingdom of the Planet of the Apes, Oscars 2025, ოსკარის ნომინანტები 2025, ოსკარები 2025
კადრი ფილმიდან Kingdom of the Planet of the Apes

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები

Alien: Romulus

Better Man

Dune: Part Two

Kingdom of the Planet of the Apes

Wicked

საუკეთესო ანიმაცია

Flow

Inside Out 2

Memoir of a Snail

Wallace & Gromit: Vengeance Most Fowl

The Wild Robot

The Girl With the Needle, Oscars 2025, ოსკარის ნომინანტები 2025
კადრი დანიური ფილმიდან The Girl With the Needle

საუკეთესო უცხოური ფილმი

I'm Still Here, ბრაზილია

The Girl With the Needle, დანია

Emilia Perez, საფრანგეთი 

The Seed of the Sacred Fig, გერმანია 

Flow, ლატვია

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

Black Box Diaries

No Other Land

Porcelain War

Soundtrack to a Coup d'Etat

Sugar King

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

Death By Numbers

I Am Ready, Warden

Incident

Instruments of a Beating Heart

The Only Girl in the Orchestra

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

A Lien 

Anuja 

I’m Not A Robot 

The Last Ranger 

The Man Who Would Not Remain Silent

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია

Beautiful Men 

In The Shadow of the Cyprus 

Magic Candies 

Wander to Wonder 

Yuck!

Merab ninidze, Conclave, მერაბ ნინიძე, ოსკარის ნომინანტები 2025, Oscars 2025
ნომინანტ ფილმში Conclave ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძეც მონაწილეობს

საუკეთესო მუსიკა

The Brutalist

Conclave

Emilia Pérez

Wicked

The Wild Robot

საუკეთესო სიმღერა

Emilia Perez

The Six Triple Eight

Sing Sing

Emilia Perez

Elton John: Never Too Late

საუკეთესო ხმა

A Complete Unknown

Dune: Part Two

Emilia Perez

Wicked

The Wild Robot

საუკეთესო მხატვრობა

The Brutalist

Conclave

Dune: Part Two

Nosferatu

Wicked

საუკეთესო ოპერატორის ნამუშევარი

The Brutalist

Dune: Part Two

Emilia Perez

Maria

Nosferatu

Nosferatu, lily rose depp, Oscars 2025, ლილი როუზ დეპი, ოსკარები 2025, ოსკარის ნომინანტები
ლილი როუზ დეპი ფილმში Nosferatu

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა

A Different Man 

Emilia Pérez 

Nosferatu 

Substance 

Wicked

საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი

Complete Unknown 

Conclave 

Gladiator 2 

Nosferatu 

Wicked

საუკეთესო მონტაჟი

Anora

The Brutalist

Conclave

Emilia Perez

Wicked

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

Anora 

The Brutalist 

A Real Pain 

September 5 

The Substance

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

A Complete Unknown 

Conclave 

Emilia Pérez 

Nickel Boys 

Sing Sing

საპატიო ჯილდოები

ქუინსი ჯონსი

ჯულიეტ ტეილორი

ზევით