5 იანვარს ოქროს გლობუსის წითელ ხალიჩაზე ზენდეია Louis Vuitton-ის ულამაზეს კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა. თუმცა, ყველაზე დიდი ყურადღება მსახიობის მარცხენა ხელზე ბრილიანტის ბეჭედმა მიიქცა და მთელი მსოფლიო შესაძლო ნიშნობის შესახებ აალაპარაკა.
ph: Getty Images
მეორე დღესვე, გამოცემა TMZ-მ ჭორები დაადასტურა. როგორც ჩანს, ტომ ჰოლანდმა ზენდეიას ხელი სადღესასწაულო დღეებში სთხოვა. 5 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი ლონდონში მოღვაწე სამკაულის დიზაინერის, Jessica McCormack-ის კოლექციიდანაა.
ზენდეიას და ტომ ჰოლანდის ურთიერთობა 2016 წელს, სპაიდერმენის გადაღებებზე დაიწყო, როცა ზენდეიას ყველანი ვიცნობდით, ტომის კარიერა კი მაშინ იწყებოდა. დღეს ორივე მათგანი მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული მსახიობია.
კადრი 2017 წლის ფილმიდან Spider-Man: Homecoming
როდესაც წყვილი პიტერ პარკერის და MJ-ს როლებზე დაამტკიცეს, ფილმის პროდიუსერმა, ეიმი პასკალმა მსახიობებს ურჩია, რომ მათი სასიყვარულო ამბავი და ქიმია მხოლოდ გადასაღებ მოედანზე დარჩენილიყო.
ph: Joel C Ryan
ეიმის კარგად ახსოვდა ტობი მაგუაირისა და კრისტენ დანსტის ამბავი, ისევე როგორც ენდრიუ გარფილდისა და ემა სტოუნის სიყვარულის ისტორია და არ სურდა, ტომსა და ზენდეიასაც იგივე გზა გაევლოთ. თუმცა, როგორც ჩანს ეიმის არავინ მოუსმინა და კიდევ კარგი ასეც მოხდა, რადგან 2021 წლიდან ტომი და ზენდეია ჰოლივუდის ერთ-ერთი გამორჩეული წყვილია.
ახალგაზრდა მსახიობები ეკრანზე უკვე მრავალჯერ გამოჩნდნენ ერთად, 2026 წელს მათ კრისტოფერ ნოლანის ფილმ ოდისეაშიც ვიხილავთ, ასევე ამ ზაფხულს დაიწყება სპაიდერმენის შემდეგი ნაწილის გადაღებებიც. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ტომისა და ზენდეიას ოფიციალურ განცხადებას დაველოდოთ, რათა ნიშნობის შესახებ სიახლე საბოლოოდ დადასტურდეს.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს გაიმართება. ფერადი ფრთებით, ნოსტალგიური ელემენტებითა და ახალ ენერგიით სავსე პოდიუმზე ვიხილავთ ლეგენდარულ მოდელებსა და ახალ სახეებს, მათ შორის მატილდა გვარლიანს.
ლეგენდარული Ocean’s Eleven-ის ვარსკვლავები ეკრანებზე ბრუნდებიან. ჯორჯ კლუნი ადასტურებს, რომ Ocean’s 14-ის გადაღებები რამდენიმე თვეში დაიწყება. ამასთან, Warner Bros-ი Ocean’s-ის პრიქველზეც იწყებს მუშაობს, სადაც მარგო რობისა და ბრედლი კუპერს ვიხილავთ.
პოპვარსკვლავი და მსახიობი სელენა გომესი და მუსიკალური პროდიუსერი ბენი ბლანკომ 27 სექტემბერს სანტა-ბარბარაში დაქორწინდნენ. ინტიმურ ცერემონიას 170 სტუმარი ესწრებოდა.