BERHASM თბილისის კულტურის კვირეულზე
#მოდათბილისის კულტურის კვირეულის ფარგლებში, ბესო თურაზაშვილის ახალი კოლექცია ვიხილეთ. ამჯერად ბესო თურაზაშვილი The Diary-ის მკითხველს ლოკაციაზე, მოდელებსა და კოლექციის მთავარ გზავნილებზე მოუყვება.
თბილისის კულტურის კვირეულის ფარგლებში, ბესო თურაზაშვილის ახალი კოლექცია ვიხილეთ. ამჯერად ბესო თურაზაშვილი The Diary-ის მკითხველს ლოკაციაზე, მოდელებსა და კოლექციის მთავარ გზავნილებზე მოუყვება.
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ბათუმის სასკოლო დასის სპექტაკლი, "მზის დაბნელება საქართველოში" დაიდგა. მიუზიკლი თეატრალური ფესტივალის, "პირველი ავტოგრაფის" გამარჯვებულია. ეს ფესტივალ/კონკურსი, აჭარაში 2021 წლიდან არსებობს და ქართული თეატრისა და დრამატურგიის მოზარდების წრეში პოპულარიზაციას ემსახურება .
დიზაინისა და არქიტექტურის კვირეული 15 მაისს დაიწყო და 18 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. The Diary-ის რედაქცია კვირეულის დამფუძნებელს, მარიამ ბოჭორიშვილს გაესაუბრა და ის უკეთ მოგვიყვება ამ ღონისძიების დეტალებსა და შემქმნელების დასახულ მიზნებზე.
TAD კვირეული ყოველწლიური ღონისძიებათა ციკლის ნაწილია და ტრადიციულად, 2024 წელსაც, დიზაინისა და არქიტექტურის სტუდენტებისთვის გახსნის კარს. კვირეული 15-18 მაისს, თბილისში გაიმართება. დღეს კი, The Diary მოგიყვებათ, თუ რა მნიშვნელობას ატარებს TAD week და რა მიზნებს ემსახურება იგი.
Met Gala დიზაინერებისა და სტილისტებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ერთ-ერთი ცნობილი, სტილისტი კუმი კრაიგი გახლავთ, რომელიც წლებია ცნობილი ადამიანების გარეგნობაზე ზრუნავს. წელსაც მისი ხელწერა დაეტყო ირლანდიელი მსახიობის, ჯეიმი დორნანის ლუქს. სტილისტმა მსახიობის ვარცხნილობისთვის American Crew'ს პროდუქცია გამოიყენა.
გადაწყვეტილება, რომ შეცვალოთ თქვენი გარეგნობა, თუნდაც მცირედით, ძალიან დელიკატური და პერსონალური საკითხია. დღევანდელ სტატიაში მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია პლასტიკურ ქირურგიას და რა უნდა გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებისას. ამაში კი დარგის სპეციალისტი, პლასტიკური ქირურგი - მარიამ წივწივაძე დაგვეხმარება.
წლევანდელ, რიგით 68-ე ევროვიზიაზე, მუსიკალურ შესრულებებს ფონად დაძაბული პოლიტიკური გარემო გასდევდა. კონკურსის გამარჯვებული შვეიცარია გახდა. თუმცა, ეს დამსახურებული გამარჯვება ევროვიზიის სხვა ხმაურიანმა და პოლიტიკურმა ამბებმა დაჩრდილა.
აკა ფროდიაშვილი ერთ-ერთია იმ ქართველ ხელოვანებს შორის, რომლებიც კვირეულის ფარგლებში თავიანთ უახლეს ნამუშევრებს წარადგენენ. აკა 27 წლის ქართველი დიზაინერია, რომელიც თავისი შემოქმედებით, ხალხს თავისუფლების გზაზე უძღვება.
გამოფენა “საწამლავი წყვილისთვის” ინსპირაციას არტისტის ამავე სახელწოდების მქონე შავ-თეთრი ფოტოსგან იღებს, რომელზეც ორი ვინტაჟური სუნამოს ბოთლია გამოსახული. ექსპოზიცია ქეთი კაპანაძის შემოქმედების ადრეულ პერიოდს მიუყვება და იმ ნამუშევრებს წარმოგვიდგენს, რომლებიც საქართველოში პირველადაა გამოფენილი.
კანის კინოფესტივალი, ერთ-ერთი ყველაზე ძველი საერთაშორისო კინოფესტივალი, საფრანგეთის სამხრეთში ყოველწლიურად იმართება. ის 77 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას და დღემდე კინოინდუსტრიის მთავარი მოვლენაა. მანამ, სანამ წლევანდელი ფესტივალი დაიწყება, მისი დაარსების ისტორიის უცნობ და საინტერესო დეტალებზე გიამბობთ.