ტიკ-ტოკის მომხმარებლები RedNote-ის პლატფორმაზე "მიგრირებენ"
#ტექნოლოგიებიTikTok-ის მომავალი ახლა ამერიკის უზენაესი სასამართლოს ხელშია. დიდი ალბათობით, აპლიკაცია 19 იანვრიდან აშშ-ის მასშტაბით აიკრძალება. ამერიკელი ტიკტოკერები კი RedNote-ის მოხმარებაზე გადადიან. ეს აპლიკაცია ჩინეთში Xiaohongshu-ს სახელითაა ცნობილი და მომხმარებლები ერთმანეთს ცხოვრების სტილის, ყოველდღიურობისა თუ მოგზაურობის შესახებ უზიარებენ ინფორმაციებს.