Puredistance – უნიკალური სურნელები L’Arome Boutique-ში

| ანა ციხელაშვილი |

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ წვეულება, სადაც დახვეწილი სამოსითა და ძვირფასი სამკაულებით მორთული სტუმრები ხვდებიან ერთმანეთს? თითქოს ყველაფერი ბრწყინავს და სიმდიდრის ელფერითაა გაჯერებული. მაგრამ, ამ ხმაურიან გარემოში ჩნდება ქალი თეთრ კაბაში, სადა და ელეგანტური. მისი სისადავე და სილამაზე აშკარად გამოირჩევა და ქმნის დისტანციას მასსა და დანარჩენ სტუმრებს შორის.

Puredistance, Puredistance Parfume

ეს ისტორია ნიდერლანდური სუნამოების ბრენდის, Puredistance-ის, დამფუძნებლის, იან ევაუდ ვოსის, ინსპირაციად იქცა. Puredistance-ის ფილოსოფია - „Less is more“ - მაღალხარისხიანი და დახვეწილი სუნამოების ხაზის შექმნის იდეას ეფუძნება. ბრენდი ყოველწლიურად 12 უნიკალურ სურნელს წარადგენს, რაც მხოლოდ საუკეთესო ინგრედიენტებითა და ტრადიციული ხელნაკეთი მეთოდებით მზადდება.

იანი ცოტა ხნის წინ თბილისს ესტუმრა და ქართველ საზოგადოებას თავისი სუნამოების კოლექცია შემდეგი სიტყვებით წარუდგინა: „ცხოვრებაში არსებობს ელემენტები, რომლებიც რთულ რეალობას დროებით გავიწყებენ, მათ შორისაა კარგი ღვინო, წიგნი და უნიკალური სურნელი.“

Jan Ewoud Vos, Puredistance

Puredistance-ის სუნამოები უკვე L’Arome Boutique-შია ხელმისაწვდომი. მათ შორის გამორჩეულია ახალი სურნელი, PAPILO, რომელიც ჰაეროვნებისა და ნატურალობის კომბინაციას წარმოადგენს. ამ სურნელის მიზანი საკუთარი ბუნების და შინაგანი სინათლის გამოვლენა გახლავთ.

Puredistance PAPILO, Puredistance

ასევე აღსანიშნავია OPARDU, რომელიც რომანტიკისა და ნოსტალგიის განწყობას ქმნის, და WHITE - კოლექციის მეექვსე სუნამო, რომელიც პარფიუმერმა ანტუან ლიმ შექმნა. ანტუანს სთხოვეს, „თეთრი ოცნება“ შეექმნა, როგორც მძიმე რეალობისგან თავშესაფრის სიმბოლო. მან მსოფლიოში საუკეთესო და ძვირფასი ინგრედიენტებისგან შეუცვლელი სურნელი შექმნა – Puredistance WHITE.

 Puredistance OPARDU,  Puredistance

Puredistance WHITE

Magnificent XII კოლექცია ყოველთვის 12 სუნამოსგან შედგება – ზუსტად 12, არც მეტი, არც ნაკლები. ყოველ ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ, ერთ-ერთი სუნამო ახალი სურნელით იცვლება. ის სუნამო, რომელიც ახლით ჩანაცვლდება, პირად კოლექციაში ხვდება. პირადი კოლექციის სუნამოები კი ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვინც ამ საიდუმლოს შესახებ იცის. ამიერიდან ეს საიდუმლო თქვენც იცით. გირჩევთ, ეწვიოთ L’Arome Boutique-ს და აღმოაჩინოთ თქვენთვის შესაფერისი სურნელი.

ზევით