ლოს-ანჯელესი გუშინდელი ღამიდან უკონტროლო ხანძარშია გახვეული. ამჟამინდელი მონაცემებით ქალაქში სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით მათგანის სახლებიდან გადაუდებელი ევაკუაცია გახდა საჭირო და ფერფლადაა ქცეული რამდენიმე დასახლებული უბანი.
სწრაფად ცვალებად სიტუაციას ემატება სანტა ანას ქარი და უკიდურესად მშრალი ბუნებრივი პირობები. თავდაპირველად ტყის ხანძრის ოთხი კერა გაჩნდა ახლა კი ცეცხლი უკვე 6 ადგილას მძვინვარებს, ნალექის ნაკლებობისა და ძლიერი ქარის გამო ადგილობრივი მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ვერ ახერხებენ.
მალევე გადაედო ხანძარი დასახლებულ ტერიტორიას, მათ შორის მსოფლიოში ცნობილ უბანს - Pasific Palaside-ს, სადაც უამრავი ჩვენთვის ცნობილი ჰოლივუდის სახე ცხოვრობს. ევაკუაცია გამოცხადდა მჭიდროდ დასახლებულ უბანში Santa Monica-შიც, ახლა კი, მთელ კალიფორნიის შტატში უკვე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოზე ჩანს Altadena-ს რეგიონი, რომელიც 23 კილომეტრზეა გადაჭიმული და 40,000-ზე მეტი მოსახლე ჰყავს.
"ის, რაც ჩვენ ბოლო 24 საათის განმავლობაში ვნახეთ, უპრეცედენტოა. მე არასოდეს მინახავს მსგავსი რამ",- ამბობს ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ჯიმ მაკდონელი.
ეს მალიბუა, წყნარი ოკეანის სანაპირო გზატკეცილი, რომელზეც Palisades-ის ხანძრის შედეგად განადგურდა შენობები და მანქანები.
ph: Zoe Meyers/AFP/Getty Images
Pasific Palaside-ის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ინტერვიუში ამბობს, რომ მან სრულიად განადგურებული ქუჩები იხილა, მხოლოდ ერთი ან ორი სახლი თუ გადაურჩა ხანძარს, ისიც ნაწილობრივ. ფერფლადაა ქცეული 2000-ზე მეტი შენობა, მათ შორის სახლები, სკოლები, კაფეები, რესტორნები თუ მაღაზიები.
Sunset Boulevard-ი ძლიერი ხანძრისა და ქარიშხლის ფონზე.
ph: Apu Gomes/Getty Images
განადგურებულია მსახიობების: მენდი მურის, ანა ფერისის, ჯეიმი ლი კერტისის, ადამ ბროუდისა და ლეიტონ მისტერის, ასევე რეალითი შოუს ვარსკვლავის პერის ჰილტონის სახლები, ევაკუაციის ფოტოებში გამოჩნდა ბენ აფლეკიც.
ph: Apu Gomes/Getty Imagesბენ აფლეკი ევაკუაციის დროს. ph: BACKGRID
LA Times-ის მიერ ერთი საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით, Altadena-ში მეხანძრეებმა ხუთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ამ ტერიტორიაზე ხანძარმა სამშაბათ ღამით მიაღწია და მოსახლეობას მცირე დრო დაუტოვა ევაკუაციისთვის.
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.