ზუსტად ვიცით, რომ ჰეილი ბიბერის კანის მბზინვარების საიდუმლო მხოლოდ ჩვენ არ გვაინტერესებს. როგორც აღმოჩნდა, ამ ეფექტის მიღწევა მარტივი ხრიკის საშუალებითაა შესაძლებელია, რომელიც ყველას შეგვიძლია ყოველდღიური მაკიაჟის რუტინაში დავტესტოთ.

ჰეილი ბიბერი უკვე დიდი ხანია, სილამაზისა და ტრენდების ერთ-ერთი მთავარი მუზაა. მისი კოსმეტიკური ბრენდის, Rhode Beauty-ის პროდუქტებს ჩვენი ყოველდღიური მაკიაჟისა და სახის მოვლის რუტინაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სხვათა შორის, ჰეილი ყველაზე გავლენიანი ბიუთი ინფლუენსერიც გახლავთ. მისი ბრენდის EMV (Earned Media Value) 2024 წელს 2.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი სოციალურ ქსელებში ბრენდის ხსენებებს, მომხმარებელთა და ჟურნალისტთა კომენტარებს, მიმოხილვებს და კონტენტს აერთიანებს. ჰეილისთან ერთად ხუთეულში მოხვდა არიანა გრანდეს Rem Beauty, კაილი ჯენერის Kylie Cosmetics, სელენა გომეზის Rare Beauty და სამხრეთ კორეელი ვარსკვლავის, ჯისუს ბრენდი Jisoo.

მოდელი ხშირად გვიზიარებს სილამაზის ხრიკებსაც, რომლებიც არა მხოლოდ ეფექტური, არამედ მარტივად შესრულებადია. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი ტონალური კრემის გამოყენების ხერხს ეხება. როგორც თავად ამბობს, მისი მთავარი მიზანია, სახის კანს ჰქონდეს ბუნებრივი მბზინვარება, ისე თითქოს კანზე არც არაფერი უსვია და საერთოდაც, სულ რამდენიმე წუთია, რაც გაიღვიძა.

ამ მეთოდის მთავარი იდეა ტონალური კრემის დამატენიანებელ სითხესთან ან ტონერთან შერევაა. შედეგი კი - გლუვი, ბუნებრივად დატენიანებული და მბზინვარე კანია.
ჰეილის მსგავსი ბრზინვარე მაკიაჟი შეგიძლიათ ასე მიიღოთ:
შეარჩიეთ ტონალური კრემი - ცხიმიანი კანისთვის იდეალურია წყლის ბაზაზე დამზადებული პროდუქტები, რომლებიც ზედმეტ მბზინვარებას არ გააძლიერებს.

ყიდვა
დაამატეთ Rhode Beauty-ის პროდუქტები - ჰეილი ხშირად იყენებს Rhode Glazing Milk-სა და Peptide Glazing Fluid-ს. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ მსგავსი ეფექტი მიიღოთ სხვა ტონერებით ან დამატენიანებელი კრემებით, მაგალითად, Ordinary-ის Milky Toner-ით. Rhode Glazing Milk კანის დასამშვიდებლად და სიწითლის შესამცირებლადაა შექმნილი. მისი წასმის შემდეგ კანი სხვა სახის მოვლის საშუალებებს ან მაკიაჟის პროდუქტებს უკეთესად შეიწოვს.

ყიდვა
შეარჩიეთ პროპორციები - შეურიეთ ტონალური კრემი და დამატენიანებელი სითხე 2:1 ან 1:1 პროპორციით, დაფარვის სასურველი ინტენსივობის მიხედვით. მიღებული ნაზავი დაიტანეთ კანზე თითებით, მაკიაჟის ფუნჯით ან ღრუბლით და თანაბრად გადაინაწილეთ.
ფინალური შტრიხი - T-ზონაზე, სადაც კანი ყველაზე ცხიმიანია, მსუბუქად პუდრიც დაიტანეთ, რათა მაკიაჟი უფრო გამძლე გახდეს.
ჰეილი ბიბერის ეს მეთოდი არა მხოლოდ ამცირებს მაკიაჟში გამოყენებული პროდუქტების რაოდენობას, არამედ უზრუნველყოფს კანის დატენიანებას და ჯანსაღ მბზინვარებას. Vogue-ის შეფასებით, ეს იდეალური ტექნიკაა „no-makeup makeup“ ლუქისთვის, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი მაკიაჟის არტისტები ხშირად იყენებენ.

ასე რომ, ბიუთი სამყაროში 2024 წელი ნამდვილად ჰეილის იყო, Rhore-ის ბლაში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი გახდა და ყველამ ჰეილის ტელეფონის ქეისის გამოყენებაც კი დაიწყო. ჰეილი თავისი კოსმეტიკითა და რჩევებით საშუალებას გვაძლევს, მივაღწიოთ იმ ეფექტს, რომელსაც ხშირად ვხედავთ მოდის ჟურნალებში თუ ჩვენებებზე. თავადაც სცადეთ Glowy Foundation-ის ჰეილისეული ხრიკი და ნახავთ, რომ ჰეილის მბზინვარე კანის საიდუმლო TheDiary-სთან ერთად ამოხსენით.