მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას თავგადასავალი „ნაპოლიში“ დასასრულს მიუახლოვდა. ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდში სათამაშოდ ემზადება და თითქმის დადასტურებულია, რომ ეს გუნდი ფრანგული ლიგა 1-ის კლუბი პარი სენ-ჟერმენი გახლავთ.
ph: SSC Napoli
როგორც ჩანს, ხვიჩამ უკვე ითამაშა იტალიური საფეხბურთო კლუბის, SSC ნაპოლის მაისურით ბოლო თამაში და ამ გუნდში კარიერის გასაოცარი წლებიც დააგვირგვინა. ხვიჩა ნაპოლიში თამაშის დროს სერია A-ს 2022/23 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ამავე სეზონის საუკეთესო ასისტის ტიტულიც დაიმსახურა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის სტატუსიც მოიპოვა, ჯამში კი, 107 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 28 გოლია.
ph: SSC Napoli
სპორტული ჟურნალისტის, ალფრედო პრედულას ინფორმაციით, პარი-სენ ჟერმენი და ნაპოლი 75 მილიონიან ტრანსფერზე შეჯერდებიან, ხვიჩას წლიური ხელფასი კი 8-9 მილიონი ევრო იქნება. ნაპოლის გუნდში კი, ქართველ ფეხბურთელს მისვლის დღიდან 1.2 მილიონი ჰქონდა ხელფასი.
კიდევ ერთი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ირწმუნება, რომ პარი სენ-ჟერმენსა და ნაპოლის შორის შეთანხმება უკვე შედგა, მხოლოდ საბოლოო დეტალებია განსახილველი. სიტყვიერი შეთანხმდებით ტრანსფერი 70 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების იქნება და ხვიჩა 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. სავარუდოდ, იტალიისა და საფრანგეთის გუნდები ოფიციალურ განცხადებას ამ დღეებში გააკეთებენ.
ხვიჩას ნაპოლიდან წასვლის გადაწყვეტილება მოსალოდნელიც იყო. ქართველი ფეხბურთელი 2022 წლის ზაფხულში იტალიის სერია A-ს შეუერთდა და მისი დახმარებით ნაპოლიმ სერია A-ს ნანატრი ტიტულიც მოიპოვა, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება კი ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო. გუნდმა ბოლოს ამ შედეგს დიეგო მარადონას დროს, 1990 წელს მიაღწია. გაჩემპიონების შემდეგ ნაპოლიმ დიდი რეგრესი განიცადა. გუნდი დატოვეს ისეთმა მნიშვნელოვანმა ფიგურებმა, როგორებიც იყვნენ ოსიმენი, კიმ მინ ჯე, ზელინსკი და გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი, სანაცვლოდ კი არცერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი არ განხორციელებულა. ამასთანავე, ხვიჩას ხელფასი, 1.2 მილიონი ევრო, უცვლელი დარჩა, გუნდი ვერც ევრო ტურნირებზე მოხვდა და სატურნირო დავა მე-10 ადგილზე 53 ქულით დაასრულა.
მაისის სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანის დედაქალაქი იქცევა მოდის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო პლატფორმად, სადაც დიზაინერები და კრეატიულ ინდუსტრიებთან დაკავშირებული ადამიანები შეხვდებიან ერთმანეთს.
Sex And the City-ს სპინოფი And Just Like That მესამე სეზონით ბრუნდება და მანჰეტენის თავგადასავლებში გვეპატიჟება. სეზონის პრემიერა 29 მაისს პლატფორმა Max-ზე შედგება. წინ გველის 12 ეპიზოდი — სავსე ზაფხულის ცხელი დღეებითა და უფრო ცხელი ღამეებით, რთული სასიყვარულო ურთიერთობებითა და ოჯახური დრამებით.
ჰარი პოტერის სერიალის პირველი ვარსკვლავური შემადგენლობა უკვე ცნობილია. ნახეთ, ვინ შეასრულებს დამბლდორის, სნეიპის, ჰაგრიდისა თუ მაკგონაგელის როლებს ახალ ეკრანიზაციაში.