ასი წლის თავზე სამყარო კვლავ სიურრეალისტურია
#კულტურასიურრეალიზმი 100 წლის წინ ჩამოყალიბდა და მისი სახელით მხატვრები დღემდე ასახავენ ტილოზე ადამიანის ქვეცნობიერს, ფიქრებსა თუ ჰალუცინაციებს. სიზმრისეული პეიზაჟებითა და ვიზუალური თამაშებით, სიურრეალიზმი ჩვენს შინაგან სამყაროში მოგზაურობს. ხელოვნების ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბება 1924 წელს საფრანგეთში პოეტისა და კრიტიკოსის - ანდრე ბრეტონის “სიურრეალისტური მანიფესტის” გამოქვეყნებას უკავშირდება.