ქუთაისი 20-26 სექტემბერს ახალგაზრდულ კინოფესტივალ თაობას უმასპინძლებს. თაობა 2018 წლიდან არსებობს და ქართველ ახალგაზრდებს დინამიკურ და თანამედროვე კინოსამყაროში მოგზაურობის შანსს აძლევს. კინოს გაზიარებული სიყვარულია ის, რაც თაობელებს უკვე მეშვიდე საფესტივალო წელია აერთიანებს.
თაობა ჩვენს ქვეყანაში ერთადერთ ახალგაზრდულ პლატფორმას ქმნის, რომელიც თანამედროვე და ტრადიციული ნარატივების განხილვის, ხელოვანებთან დისკუსიების და საერთოდაც, კინოსამყაროს მრავალფეროვნების გავლით, მოზარდებში კრიტიკული აზროვნების, ფიქრისა და ამბის თხრობის კულტურას ავითარებს.
კინოჩვენებების გარდა, ვორქშოპები, საინტერესო დიალოგები და ლექციები ფესტივალის განუყოფელი ნაწილია. ყოველი ფილმის ჩვენების შემდეგ, ფესტივალის მონაწილეები სიუჟეტსა თუ ნარატივის წამყვან ხაზებს სიღრმისეულად განიხილავენ.
ფესტივალის მისია ახალგაზრდა აუდიტორიისა და ქვეყანაში კინოგანათლების განვითარებაა. თაობელების ოჯახიც ყოველ წელს იზრდება და ასობით ახალგზრდას უღებს კარს.
ფილმების სიას, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის, ფესტივალის ჟიური ადგენს. ახალგაზრდების ყოველწლიურად მზარდი ენთუზიაზმი ფესტივალის მთავარი საკვები წყაროა. ანთებული თვალებით, სიახლეებს მოწყურებული მოზარდები მსოფლიოს უამრავი ქვეყნის რეჟისორების ფილმებსა და ქართულ ანიმაციებს ნახავენ. ფესტივალის ბოლოს კი, აუდიტორია საუკეთესო ნამუშევრებსაც გამოავლენს.
თითოეული ფილმი დიდი შრომისა და ფიქრის შედეგად ირჩევა და ყოველი მათგანი უნიკალური პერსპექტივით, მაღალი შემოქმედებითი ღირებულებითა და საჭირო, აქტუალური გზავნილებით გამოირჩევა. ფიქრის ჰორიზონტის გაფართოება, კრიტიკული ანალიზისა და მსჯელობის წახალისება, ხელოვნების სიყვარულის გაზიარება და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება - ეს იმ უამრავ მიზეზთაგან მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ერთად ფესტივალის ღირებულებით სისტემას აშენებს.
ქართველი მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია მსმენელს 20-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ უბრუნდება. 7 ივლისს, 18:30 საათზე, „კავეა სითი მოლში“ მისი ახალი სიმღერისა და კლიპის პრემიერა გაიმართება.
ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა რეპერი შონ კომბსი, იგივე Puff Daddy, წარდგენილი ხუთი ბრალდებიდან მხოლოდ ორში ცნეს დამნაშავედ. ეს იმას ნიშნავს, რომ მას სამუდამო პატიმრობა აღარ ემუქრება და მაქსიმუმ 20 წელი შეიძლება მიესაჯოს.
ოფიციალურად დადასტურდა, რომ საკულტო ფილმის „ეშმაკს აცვია პრადა“ სიქველის გადაღებები 30 ივნისს დაიწყო. ფილმის ვარსკვლავური შემადგენლობა სრულად ბრუნდება.