გიორგი ფოცხიშვილი ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის მთავარი სოლისტი გახდა
#კულტურაფოცხიშვილების საცეკვაო დინასტიის წარმომადგენელი, გიორგი ფოცხიშვილი, ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის მთავარი სოლისტი გახდა. დირექტორმა, ტედ ბრანდსენმა გიორგის სიახლე ბალეტ „რაიმონდას” დასრულებისთანავე ამცნო, რომელშიც ქართველი მოცეკვავე შეიხ აბდ ალ-რაჰმანის როლს ასრულებდა.