ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორია და თანამედროვე ჯაზის ჰანგები ერთმანეთს, ტრადიციულად, წინანდლის მამულებში შეხვდებიან. ჯაზისა და ღვინის ფესტივალი უკვე მერვედ, 12 ოქტომბერს ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. წლევანდელ ფესტივალში ქართული ღვინის 30-ზე მეტი მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას.
ფოტო: გია გოგატიშვილი, JAZZ & WINE Kakheti 2022
აქ ყოველწლიურად, მსოფლიო კულტურის ორი დიადი მემკვიდრეობის, ჯაზისა და ღვინის დღესასწაული ეწყობა. ჩვენმა წინაპრებმა ღვინის დაყენების ტექნოლოგია საუკუნეების განმავლობაში შემოგვინახეს და დღეს, ქართველი მეღვინეები მსოფლიოში განთქმულ ღვინოს წურავენ, ისეთს, სხვაგან ვერსად რომ ვერ გასინჯავ. ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ღვინის მოყვარულებსა და სომელიეებს ქართული გემოების გასინჯვის შანსი ეძლევათ. წინანდალში ყოველ წელს ფესტივალი ქართული ღვინის ისტორიას აცოცხლებს და თანამედროვე მსოფლიოს აჩვენებს, თუ როგორ ღირსეულად გრძელდება 8000 წლიანი ტრადიცია. ფესტივალის ამფითეატრის სცენას 2 საათზე იტალიური ჯგუფი, The Sweet Life Society გახსნის. ჯგუფის რეპერტუარი კლასიკური მელოდიების, ამერიკული ჰიპ-ჰოპის ჰანგებისა და ბრიტანული ბასის დახვეწილი ხმის ნაზავია.
ჯაზი, თავისი იმპროვიზაციითა და საოცარი რიტმებით, ერთი შეხედვით ღვინისგან, როგორც უძველესი ტრადიციისგან შორს დგას. თუმცა, სწორედ ჯაზს შეუძლია გადმოსცეს ის ემოცია და შეგრძნება, რომელიც ღვინის ყოველი ყლუპის შემდეგ, ჩვენს სხეულში ვრცელდება. განა რა უხდება უფრო მეტად ღვინოს გასინჯვის მერე სხეულში გაჩენილ ფეიერვერკებს, თუ არა ჯაზის ჰანგები, რომლებიც ჭიქით ხელში ცეკვას მოგვანდომებს. საღამოს, ფესტივალის სტუმრები ბოლრუმში კოლუმბიელ ედმარ კასტანედასა და შვეიცარიელ გრეგუარ მარეს მოუსმენენ. მუსიკოსები ცნობილი თავიანთი პროექტით, HARP vs HARP გახდნენ, სადაც ედმარი არფაზე, გრეგუარი კი ჰარმონიკაზე უკრავს.
ფესტივალის სცენას დახურავს ფრანგული ჯგუფი Electro Deluxe, რომლის ენერგიული მუსიკაც ჯაზის, ჰიპ-ჰოპისა და ფანკის ელემენტებს აერთიანებს. ჯგუფის წევრები პარიზიდან წინანდალში ქართული ღვინის დასაგემოვნებლად და საოცარი საღამოს ჩასატარებლად მოდიან.
ფოტო: Rick Mkhitarian, JAZZ & WINE Kakheti 2023
წინა წლის ფესტივალზე იტალიელ სტუმრებს უმასპინძლეს. იტალიელმა შეფმა ტოსკანური კერძებიც მოამზადა და ქართული ღვინით შემთვრალმა სცენაზე იმღერა კიდეც. სასიამოვნო გარემოს გარდა ფესტივალის მთელი ხიბლი ის არის, რომ თითოეული ჭიქა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და წარსულის შესახებ ამბავს ჰყვება, ფონად კი საოცარი მუსიკა გასდევს. ფესტივალი ჯაზისა და ღვინის სინერგიას საუკეთესოდ გადმოსცემს. ასე, რომ 12 ოქტომბერს ფესტივალზე შევხვდებით, წინანდლის მამულებში ღვინის არომატებისა და ჯაზის ჰანგებით გაჯერებული ჰაერის სუნთქვას რა სჯობს?!
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.
თბილისში მოდის სფეროს მთავარი მოვლენა - Mercedes-Benz Fashion Week ბრუნდება. Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში თავმოყრილი კრეატიული ენერგია წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს შეიძენს.