ქართული „ტროას ცხენი“ ვენეციის ბიენალეზე: თედო რეხვიაშვილის პროტესტი ოკუპაციის წინააღმდეგ
#კულტურავენეციის ბიენალეზე თედო რეხვიაშვილის პოლიტიკური მანიფესტი ვიხილეთ. ნამუშევარი „ზღვა, რომელსაც ახსოვს“ აფხაზეთის ოკუპაციის საწინააღმდეგო პროტესტია ნაურუს პავილიონში. ხელოვანმა ეს სივრცე პლატფორმად გამოიყენა, რათა მტრის მოკავშირე ქვეყნის შიგნიდან მსოფლიოსთვის საქართველოს რეალური ისტორია შეეხსენებინა.