დეკემბრის კინოპრემიერები
დეკემბერი კინომოყვარულებს მრავალფეროვან პრემიერებს სთავაზობს: ნოა ბაუმბახის Jay Kelly, ჯეიმს კამერონის ახალი ავატარი, სპანჯბობის ახალი ფილმი, ტიმოთე შალამეს Marty Supreme და ამანდა სეიფრიდის ისტორიული დრამა ენ ლის შესახებ
Le Bal des Débutantes, ან უბრალოდ Le Bal, პარიზში გამართული ერთ-ერთი ყველაზე ელიტური ღონისძიებაა. თინეიჯერების მეტ გალად წოდებულ ბალს მსოფლიოს გავლენიანი ოჯახების შვილები, მოდის, ხელოვნების, პოლიტიკისა თუ ბიზნესის წარმომადგენელთა მემკვიდრეები და თანამედროვე არისტოკრატიის წევრები ესწრებიან.

მეჯლისი სიმბოლურად აღნიშნავს 16-22 წლის გოგონების „დებიუტს“ საზოგადოებაში. თითოეული მათგანი მაღალი მოდის დიზაინერის მიერ შექმნილ სამოსს ირგებს, გვერდით კი სპეციალურად შერჩეული კავალერი ახლავს. Le Bal-ის ისტორია 1958 წელს ვერსალის სასახლის ორანჟერეაში გამართულ პირველი დებიუტანტების ბალით დაიწყო.

იდეა მარტივი იყო და დღემდე უცვლელია: გავლენიანი ოჯახების ახალგაზრდა ქალები საზოგადოებას ეცნობიან. მეორე წელს ღონისძიება გაფართოვდა და მას უკვე უმსხვილესი ფრანგული მოდისა და სუნამოების სახლები უჭერდნენ მხარს. 1968 წლის სოციალური და პოლიტიკური კრიზისის შემდეგ მეჯილისი შეწყდა და ორი ათწლეულის განმავლობაში აღარ გამართულა.

1992 წელს ფრანგმა პიარმენეჯერმა ოფელი რენუარდმა ტრადიცია აღადგინა, თუმცა უფრო თანამედროვე კონცეფციით და აქცენტი მაღალი მოდის სამოსსა და საქველმოქმედო მისიაზე გააკტა. Le Bal ყოველ წელს განსხვავებულ პრესტიჟულ ლოკაციაზე იმართება და მხოლოდ 20-25 დებიუტანტს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
![]() |
![]() |
ტრადიციის მიხედვით, დებიუტანტები და მათი ოჯახები პარიზში ნოემბრის ბოლო კვირაში ჩადიან, რათა ვალსის გაკვეთილები გაიარონ და V Muse-ის ატელიედან ბრილიანტები აარჩიონ. ღონისძიებაზე დაახლოებით ერთი ასაკის გოგონები იკრეიბებიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გარდა იმისა, რომ ამ ტრადიციას კულტურული და სოციალური მნიშვნელობა აქვს, იდეალური გარემოა კონტაქტების დასამყარებლად.

წელს განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კაროლინა ლანსინგმა, დიზაინერ კაროლინა ჰერერას შვილიშვილმა. ის Wes Gordon-ის მიერ შექმნილ შავ-თეთრ, კოპლებიან კაბაში გამოჩნდა, რომელიც ჰერერას პირველი კოლექციით იყო შთაგონებული. მისი კავალერი კი უმცროსი ძმა, მაგნუსი იყო.
![]() |
![]() |
წლების განმავლობაში, Le Bal-ის დებიუტანტების სიაში ყოფილან ლილი კოლინზი, მარგარეტ ქუელი, ეფლ მარტინი და ეივა ფილიპი. წელს მათ სიას ბრონვინ გოლდენ ვანსიც შეუერთდა, მსახიობების ანჯელა ბასეტისა და კორტნი ვანსის ქალიშვილი. მან საღამო ტრადიციული მამა-შვილის ცეკვით გახსნა, ოქროსფერ დეტალებით აქცენტირებულ Stéphane Rolland-ის კაბაში. მისი კავალერი ტყუპი ძმა, სლეიტერ ვანსი იყო.

წლევანდელ დებიუტანტებს შორის იყო ლეიდი არამინტა სპენსერ ჩერჩილი, უინსტონ ჩერჩილის შთამომავალი, რომელმაც Giorgio Armani Privé-ს კაბა მოიგო.

მეჯლისი მამებისა და შვილების ტრადიციული ცეკვით დაიწყო, შემდეგ დებიუტანტებმა კავალერებთან ერთად ცოცხალი ორკესტრის აკომპანემენტით ვალსი შეასრულეს. ამის შემდეგ კი ბალზე გამოსვლის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

მეჯლისის სოციალური მნიშვნელობა კი იმაში გამოიხატება, რომ თითოეული გალა საქველმოქმედოა. ამჯერად შეგროვილი თანხა ბავშვების ჯანმრთელობის საკითხებს მოხმარდება, კერძოდ ნიუ-იორკის Maria Fareri-ს ბავშვთა საავადმყოფოსა და გულის დაავადების კვლევით პროექტებს.