#GOGO!

სიყვარულით GOGO!-სგან: თუ ძვირფასი ადამიანისთვის საჩუქარს ეძებ

გაზიარება:

ვებ-პლატფორმა The Diary 1 წლის წინ ქალების ხელით შეიქმნა. ჯერ კიდევ სტარტაპად ყოფნის პროცესში გადავწყვიტეთ, რომ ქართველი ქალი ანტრეპრენებისთვის მხარდაჭერა უნდა გამოგვეცხადებინა და მაქსიმალურად დავხმარებოდით თითოეულ გოგოს/ქალს საკუთარი მიზნების მიღწევაში. სწორედ ამ მიზნით საქართველოს მეწარმეთა ასოციაციასთან მემორანდუმი გავაფორმეთ და ჩვენი მკითხველისთვის ყოველკვირეული რუბრიკა GOGO! შევქმენით.

GOGO!-ს წყალობით გაგაცანით საოცარი იდეების, შემართების, გეგმებისა და ხედვების მქონე ქალები და გოგოები. დღეს კი ისევ და ისევ მათი მხარდაჭერის და თქვენთვის საახალწლო შოპინგის შემსუბუქების მიზნით, გთავაზობთ იმ ჯადოსნურ ნივთებს, რომლებიც ამ ათეულობით ქალის გაცნობით აღმოვაჩინეთ და ვთვლით, რომ მათი ქმნილებები და ნამუშევრები თქვენი ადრესატისთვის დაუვიწყარი საჩუქარი იქნება.

ნინო სეფოს სამკაულები

 

ყიდვა

„სამკაულების დიზაინი 2016 წელს დავიწყე, მანამდე კი, რამდენი წელი კოსტიუმებზე ვმუშაობდი. ეს თითქოს, ერთგვარი გაგრძელება იყო იმისა, რასაც მანამდე ვაკეთებდი, რადგან სტილისტიკა და ეგრეთ წოდებული „თხრობის ხაზი“ შენარჩუნებულია, უბრალოდ შეიცვალა მასალა და ფორმა“ - ნინო სეფო.

Loop-ის სანათი

 

ყიდვა

„სანათის შექმნის იდეა  პანდემიის პერიოდში გამიჩნდა. ქსოვის მიმართ ბავშვობაში გაჩენილი სიყვარული ზუსტად ამ დროს ამოტივტივდა და სპონტანურად, პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, ძაფებით მოქსოვილი პირველი სანათი გავაკეთე.  მანამ, სანამ ჩემ  მიერ შექმნილი სანათი იმ სახეს მიიღებდა, როგორი სახითაც დღეს მომხმარებელს სთავაზობს Loop-ი“ - ქეთა ლომიძე

აზურიტის“ დეკორატიული ნივთები

 

ყიდვა

„როდესაც ჩემს ნივთებზე მუშაობა დავიწყე, ეს პერიოდი დაემთხვა გლობალურ პანდემიას. ამიტომაც, ეს იყო ჩემთვის თავის შექცევის და ერთგვარი თერაპიის საშუალება. ჩემს ყოველდღიურ სამუშაო გარემოს მოწყვეტილი ვიყავი, მქონდა ბევრი თავისუფალი დრო და მინდოდა ეს სიცარიელე რამენაირად შემევსო“ - ანი შეროზია.

Gerlisol-ის სარკეები

 

ყიდვა

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაწყებულმა პანდემიამ ყველა სხვა საქმიანობა შემიჩერა, ამავდროულად მომცა საშუალება ამეხდინა დიდი ხნის ოცნება და მომხმარებლისთვის წარმომედგინა ხელნაკეთი ნივთების ჩემებური ხედვა“ - მარია გერლიანი.

„თბილიჰობი”

 

ყიდვა

„თბილიჰობის სლოგანია ,„თბილიჰობი თქვენი პატარას პირველი მეგობარი” და მართლაც ასეა. ჩვენთან შეძენილი პირველი ნივთების შემდეგ მომხმარებლები ერთგულად გვემეგობრებიან“ - მარიტა დუმბაძე.

ღვინის ემოციის“ აქსესუარები

 

ყიდვა

„თავიდან სტარტაპის შექმნაზე არც მიფიქრია, სანამ ხელნაკეთი აქსესუარების ერთი სკივრი არ დავაგროვე. იძულებული გავხდი მათი რეალიზაცია მომეხდინა. მაგრამ, როდესაც ღვინის სკოლის დამთავრების მერე, ღვინო და მისი ფილოსოფია თავდავიწყებით შემიყვარდა, უკვე დაგეგმილი ნაბიჯები გადავდგი Emocia Wines-ის შესაქმნელად“ - თამარ აბულაძე.

Maji's Accessory

 

ყიდვა

„ერთ დღეს შემთხვევით ამოვიკითხე ინფორმაცია ვერცხლის თვისებების შესახებ. ვერცხლი ე.წ. „კეთილშობილი“ მეტალი, თურმე  დადებითი ენერგიის მატარებელი ყოფილა და მისი ყოველდღიური  ტარება პოზიტიურად მოქმედებს ჯანმრთელობაზე” - ნათია კობახიძე.

ზევით