#მოდა

თანამედროვე ფემინურობა ბრენდ ALLIE-ს კოლექციებში

გაზიარება:

ქართულ მოდის სივრცეში გამორჩეული ბრენდი გამოჩნდა – ALLIE, რომლის ფილოსოფიაც ფემინურობას ეფუძნება. ALLIE-ს კრეატიული დირექტორი და დამფუძნებელი ელენე მიქავა გახლავთ, რომელიც დიზაინებს უკვე ორი წელია ქმნის. ამ ბრენდის დაარსების მიზანი კი მარტივი და ყოვლისმომცველია: შესთავაზოს ქალებს განსხვავებული – ისეთი რამ, რაც ქართულ მოდის სივრცეში აქამდე არ არსებობდა.

Allie Collection, ქართული ბრენდი ALLIE, ელენე მიქავა

„ჩემი თავდაპირველი ხედვა იყო, რომ ვყოფილიყავით განსხვავებულები, საინტერესოები და მიმზიდველები“, – ელენე.

ბრენდის ესთეტიკა ფემინურია, თუმცა არა კლასიკური გაგებით. დიზაინერი ფემინურობას უხეში დეტალებით, მკვეთრი სილუეტებითა და სტრუქტურული ჭრებით აბალანსებს. კოლექციებში შეხვდებით პიჯაკებს განიერი მხრებითა და დიდი სახელოებით, აღმოაჩენთ უნიკალურ დეტალებს და ქსოვილების არასტანდარტულ კომბინაციებს, რაც გამორჩეულ სამოსს ქმნის და საბოლოო ჯამში მასკულინობასა და ფემინურობას შორის პოულობს ბალანსს.

Allie Collection, ქართული ბრენდი ALLIE, ელენე მიქავა Allie Collection, ქართული ბრენდი ALLIE, ელენე მიქავა, კომპლებიანი კაბა

ელენესთვის მთავარი შთაგონება 1970-80-იანი წლების ვინტაჟური მოდიდან მოდის. ძველი ეპოქის ტანსაცმელში ის დახვეწილობა და სიმძაფრე იკვეთება, რაც დღევანდელ მოდაში შეიძლება ხშირად დაიკარგოს. სწორედ ამიტომ ALLIE დროის შემოქმედებითი მემკვიდრეობის თანამედროვე სილუეტებში გადმოტანას ცდილობს. საბოლოო მიზანი კი ისეთი ბრენდის შექმნაა, რომელიც იმ კლასიკური მოდის ტრადიციებსა და შემოქმედებით მემკვიდრეობას შეინარჩუნებს, რომელიც დროთა განმავლობაში მოდის სახლებს უყალიბდებათ.

Allie Collection, ქართული ბრენდი ALLIE, ელენე მიქავა, წითელი პიჯაკი

„ადამიანები იცვლებიან, მაგრამ ბრენდები ინარჩუნებენ იმ ნიშან თვისებებს, რაც თავიდან კრეატიულმა დირექტორმა შექმნა. მეც ამას ვცდილობ – გვქონდეს ჩვენი ნიშა, რომლითაც ხალხი გამოგვარჩევს“, – ელენე.

ALLIE-ს სამოსი იმ ქალებისთვის იქმნება, რომლებიც საკუთარ თავს ყოველდღიურ სამოსში გამოხატავენ და მოდას ინფორმაციულ მედიუმად იყენებენ, რათა სამყაროს თავიანთი დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და გამორჩეული ბუნება აჩვენონ.

Allie Collection, ქართული ბრენდი ALLIE, ელენე მიქავა, ზოლიანი პიჯაკი, შავი პიჯაკი

„ქალი, რომელსაც ALLIE აცვია, თავს მნიშვნელოვნად, თამამად და განსხვავებულად გრძნობს. ფემინური დეტალებისა და მასკულინური შტრიხების ჰარმონია კი ქალებს ბევრად თავდაჯერებულად აგრძნობინებს თავს“, – ელენე.

ALLIE უკვე საერთაშორისო ბაზარზეა გასული და ქართველებთან ერთად, უცხოელი მომხმარებლებიც ჰყავს. მომავალში ბრენდის მიზანია მილანის, პარიზისა და თბილისის ქუჩებში ჰქონდეს მაღაზიები და საერთაშორისო მოდის საღამოებზე ჩვენებები გამართოს.

Allie Collection, ქართული ბრენდი ALLIE, ელენე მიქავა, კოპლებიანი კაბა, ზოლიანი კაბა

ელენე მიქავას ბრენდს ქალის ყოველდღიურ ცხოვრებაში კომფორტისა თუ ელეგანტურობის შეტანა და თანამედროვე ფემინურობის ახლებურად განსაზღვრა სურს. ეს არის იშვიათი ქართული ბრენდი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, Pinterest-ზე შენახული ლუქები რეალობაში გადმოიტანოთ.

ზევით