BLACK SEA ARENA-ზე ONEREPUBLIC-ის, SCORPIONS-ისა და JUNGLE-ის კონცერტები გაიმართება
#მუსიკაბრუნო მარსისა და Imagine Dragons-ის კონცერტის შემდეგ წელსაც გვეძლევა შანსი ჩვენს საყვარელ ჯგუფებს “ლაივში” ქვეყნიდან გაუსვლელად მოვუსმინოთ. Black Sea Arena გასართობი ინდუსტრიის განვითარების მიზნით კვლავ აგრძელებს Starring Georgia-ს კამპანიას და შეკვეთილში ამჯერად Scorpions-ის, Jungle-ისა და OneRepublic-ის კონცერტებს გამართავს.