ამერიკის მასშტაბური ფესტივალი Coachella ყოველ წელს აჭარბებს ჩვენს მოლოდინებს — ეს მხოლოდ მუსიკის ფესტივალი კი არა, არამედ სტილის, თვითგამოხატვისა და მოულოდნელი შეხვედრების ადგილია. გამონაკლისი არც 2025 წლის პირველი უიკენდი ყოფილა. სცენაზე ბრწყინავდა BLACKPINK-ის ვარსკვლავი LISA, რომელიც სოლო პერფორმანსით პირველად წარსდგა მსმენელის წინაშე.
ტაილანდელ მუსიკოსსა და მსახიობს განსაკუთრებული კარიერული წელი ჰქონდა. სულ რაღაც ერთი კვირაა გასული მას შემდეგ, რაც „თეთრი ლოტუსის“ ფინალური ეპიზოდი ვიხილეთ, სერიალისა, რომელშიც ლისა მუკის როლს ასრულებს. HBO Max-ის ყველაზე რეიტინგული სერიალის გმირები ამჯერად ლისას მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.
პატრიკ შვარცენეგერი და მისი შეყვარებული ები ჩემპიონი
Coachella ხომ ის ადგილია, სადაც თავისუფლება და სპონტანურობა დაუვიწყარ მომენტებად გარდაიქმნება. ასეთი მომენტი იყო მუკის, საქსონისა და გეიტოკის შეხვედრაც.
სერიალის ორი გამორჩეული პერსონა — პატრიკ შვარცენეგერი (საქსონის როლის შემსრულებელი) და ტაიმი თაფთიმთონგი (გეიტოკი) — ლისას შოუს პირველ რიგში გამოჩნდნენ. პატრიკმა, რომელიც სადა ლუქში -ჯინსში, თეთრ მაისურსა და ცისფერ მოსაცმელში იყო გამოწყობილი, Instagram-ზე განათავსა ვიდეო, სადაც LISA-ს ჰიტ „Money“-ის ფონზე ცეკვავს.
მან იქვე ხუმრობით დაწერა: „ცეკვის გამო მაპატიეთ, კოქტეილი მქონდა დალეული“.
ტაიმი კი, რომელიც თავისუფალ, სპორტულ სტილში იყო გამოწყობილი, პირველად იყო ფესტივალზე და არაჩვეულებრივ დროს ატარებდა. მსახიობმა ინსტაგრამზე ROSÉ-სთან გადაღებული ფოტო და ვიდეოებიც გაგვიზიარა.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.
თბილისში მოდის სფეროს მთავარი მოვლენა - Mercedes-Benz Fashion Week ბრუნდება. Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში თავმოყრილი კრეატიული ენერგია წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს შეიძენს.