მაილი საირუსი ახალ შემოქმედებით ეტაპს იწყებს და ნელ-ნელა მეცხრე სტუდიური ალბომისთვის გვამზადებს. სინგლი „End of the World“ სწორედ 30 მაისს დაანონსებული ალბომის, „Something Beautiful“-ის ნაწილია.
მუსიკალური კლიპიდან 1980-იანი წლების ენერგეტიკა მოდის — მაილის ქერა ე.წ. Blowout ვარცხნილობა აქვს, სეკინებით გაწყობილი მწვანე მოკლე კაბა აცვია და ნარინჯისფერ ტონებში გახვეულ სცენაზე მღერის. სინგლში სიმშვიდე და დრამატულობა ენაცვლება ერთმანეთს და ალბომისთვის საინტერესო ტონს ქმნის. მუსიკის კლიპიც დრამატული და ფანტაზიაში ჩაძირულია — თითქოს მაილი ღრმა ძილში ნანახი სიზმრიდან გვიმღერის. მთლიანი ატმოსფერო კი გლამურს, ჯადოსნურობასა და ჰიპნოზურ გარემოს ქმნის.
ფანების შეფასებით, მაილის სინგლები „პოპ ოპერის“ შთაბეჭდილებას ქმნის და ყველა მოუთმენლად ელის მთელ ალბომს.
ალბომი „Something Beautiful“ სიურრეალისტური ფანტაზიის მქონე კომპოზიციაა, რომლის ინსპირაციაც მაილი საირუსმა პინკ ფლოიდის ლეგენდარული „The Wall“-იდან მიიღო და უფრო პოპ-კულტურით გაჯერებული, ბრწყინავი ვერსია შემოგვთავაზა.
კადრი მაილის მეორე სინგლიდან, რომელსაც ალბომის სახელწოდება Something Beautiful ჰქვია
„Something Beautiful“ 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომის — „Endless Summer Vacation“-ის ლოგიკური გაგრძელებაა. ამ ალბომში შედიოდა ჰიტი „Flowers“, რომელიც ყველამ ზეპირად ვიცით, რვა კვირის განმავლობაში „Billboard Hot 100“ სიაში ლიდერობდა და მუსიკოსს პირველი გრემიც მოუტანა.
„Something Beautiful“-ით მაილი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე უშიშარი და გამბედავი არტისტია თანამედროვე პოპ მუსიკაში და სიახლეების ძიებას არ წყვეტს.
TPO, გელ-ლაქის ერთ-ერთი ინგრედიენტი, ევროკავშირში აკრძალული ნივთიერებების რიგს შეემატა. სალონებსა და მწარმოებლებს არსებული მარაგის განადგურება და უსაფრთხო ალტერნატივებზე გადასვლა დაევალათ. ნახეთ, რა არის TPO და რა ცვლილებებია მოსალოდნელი სილამაზის ინდუსტრიაში.
ქართველი მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია მსმენელს 20-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ უბრუნდება. 7 ივლისს, 18:30 საათზე, „კავეა სითი მოლში“ მისი ახალი სიმღერისა და კლიპის პრემიერა გაიმართება.