„ოდისეა“ – კრისტოფერ ნოლანის ყველაზე ვარსკვლავური და მასშტაბური ფილმი
მეტ დეიმონი ოდისევსის როლში, ენ ჰეთეუეი, რობერტ პატინსონი და ვარსკვლავური შემადგენლობა – რატომ გახდა „ოდისეა“ 2026 წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა.
Notre Dame ელექტრონული მუსიკის სცენაზე საკუთარი ხელწერით გახდა ცნობადი – მის ნამუშევრებს ემოციური სიზუსტე და კინემატოგრაფიული ჟღერადობა ახასიათებს. პარიზელი პროდიუსერის გამორჩეულმა ტრეკმა – „Yumi“ – მალევე მიიპყრო საერთაშორისო ყურადღება. ის ერთნაირად მოეწონათ როგორც მელომანებს, ასევე ელექტრონული მუსიკის წამყვან არტისტებს, მათ შორის Solomun-სა და Pete Tong-ს.
Notre Dame-ის ტრეკები ისეთი ინტენსივობით ცოცხლდება სცენაზე რომ მსმენელზე შთაბეჭდილებას მუსიკის დასრულების შემდეგაც ახდენს. მას ისეთ საკულტო სივრცეებში დაუკრავს, როგორიცაა Womb ტოკიოში, Space მაიამიში და Koko ლონდონში – მისი მუსიკალური ენერგია აქტიურად ვრცელდება მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე. 23 მაისს, TRIBE-ისა და MEMO-ს ორგანიზებით, Notre Dame კვლავ ეწვევა თბილისს – ამჯერად King David-ის სივრცეში.
თბილისში მისი დაბრუნება მხოლოდ ტექნიკური პერფორმანსი არ იქნება – ესაა დიალოგი პარიზსა და თბილისს შორის.
ბილეთების შესაძენად კი ეწვიეთ ბმულს: TKT.GE