ოსკარები 2025: რას უნდა ველოდოთ ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოზე?
ოსკარები 2025 ახლოვდება! სულ რამდენიმე საათი და გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს საუკეთესო ფილმის, მსახიობისა და რეჟისორის პრიზებს.
2 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, გრემის რიგით 67-ე დაჯილდოება გაიმართა, რომელიც წელს განსაკუთრებული მისიის მატარებელი გახლდათ. ღონისძიება ლოს-ანჯელესის ხანძრისგან დაზარალებულთა და მეხანძრე-მაშველების დასახმარებლად თანხების შეგროვებას მიეძღვნა. საღამოს მრავალი დასამახსოვრებელი მომენტი ჰქონდა, მათ შორის შთამბეჭდავი გამოსვლები და ახალი რეკორდები.
დაჯილდოებას კომიკოსი და მსახიობი, ტრევორ ნოა უძღვებოდა, ხოლო სცენაზე ისეთი ვარსკვლავები გამოჩნდნენ, როგორებიც ბილი აილიში, ლედი გაგა, ბრუნო მარსი და შაკირა არიან.
გრემის ყოველწლიური ცერემონია ბიონსესთვის ყოველთვის გამორჩეულია, თუმცა წლევანდელი ღონისძიება კიდევ უფრო განსაკუთრებული აღმოჩნდა. მომღერალმა 11 ნომინაციით ახალი რეკორდი დაამყარა, შესაბამისად, კარიერის განმავლობაში დაგროვილი 99 ნომინაციით, გრემის ისტორიაში ყველაზე ხშირად ნომინირებული არტისტი გახდა. ბიონსეს 32 გრემი აქვს მოპოვებული, რაც ასევე რეკორდია. წელს, მან „წლის საუკეთესო ალბომის“ ჯილდო, ალბომით Cowboy Carter მოიპოვა, რომელიც 2024 წლის მარტში გამოვიდა და საყოველთაო პოპულარობა ჰიტით Texas Hold’Em მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ბიონსე პირველი აფრო-ამერიკელი ქალია, რომელმაც ქანთრი ჟანრის კატეგორიაში გრემი მიიღო. ჯილდო მას ტეილორ სვიფტმა გადასცა, რომელიც ამჯერად გრემის გარეშე დარჩა, თუმცა თავისი ვივიენ ვესტვუდის წითელი კაბით მაინც ყურადღების ცენტრში მოექცა.
საღამოს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი შაკირას სცენაზე გამოჩენა გახლდათ. საკუთარ დაბადების დღეზე მომღერალმა „საუკეთესო ლათინური პოპ ალბომის“ ჯილდო ალბომისთვის Las Mujeres Ya No Lloran მოიპოვა. შაკირამ თავისი გამარჯვება ემიგრანტებს მიუძღვნა და სცენიდან აღნიშნა: „ეს ჯილდო ჩემს ყველა ემიგრანტ ძმასა და დას ეკუთვნის, ვინც ამ ქვეყანაში ყოველდღიურად შრომობს თავისი ოჯახის კეთილდღეობისთვის.“ მომღერალს თან ახლდნენ შვილები, მილანი და საშა, რომლებსაც დედამ სცენიდან გულთბილი მადლობა გადაუხადა.
შაკირა ერთადერთი ლათინოამერიკელი არტისტი იყო, რომელიც გრემის სცენაზე გამოვიდა. მან შეასრულა თავისი ჰიტი TQG, რომელიც ალბომის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა.
რეპის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში კი ბოლო წლების აღმოჩენამ, Doechii-მ გაიმარჯვა, რომელსაც გრემი Cardi B-მ გადასცა.
ლედი გაგასა და ბრუნო მარსის დუეტი Die With a Smile, რომელიც 2024 წლის აგვისტოში გამოვიდა, მალევე გახდა ჰიტი. გრემის დაჯილდოებაზე სიმღერამ განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა და წლის საუკეთესო სიმღერისა და საუკეთესო პოპ დუეტის კატეგორიებში იყო ნომინირებული. აღსანიშნავია, რომ კომპოზიციამ Spotify-ზე მილიარდი მოსმენა ყველაზე სწრაფად დააგროვა.
გრემი სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა კენდრიკ ლამარისთვის. მისმა სიმღერამ Not Like Us ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის „წლის ჩანაწერის“ კატეგორიაში. ჯილდო მას მაილი საირუსმა გადასცა. თავად მაილიმ კი ბიონსესთან კოლაბორაციით ჩაწერილი სიმღერით II MOST WANTED, საუკეთესო ქანთრი დუეტი/ბენდის პერფორმანსის კატეგორიაში გრემი მოიპოვა.
გრემის ჟიურიმ წელს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ახალ არტისტებს. ნომინანტებიდან შვიდი შემსრულებელი, მათ შორის ბენსონ ბუნი, ჩაპელ როანი, დოჩი, რეი, საბრინა კარპენტერი და ტედი სვიმსი გრემის სცენაზე გამოვიდნენ. 26 წლის ჩაპელ როანი კი საუკეთესო ახალბედა შემსრულებლად აღიარეს. მისი ჰიტები Hot to Go!, Good Luck, Babe! და Pink Pony Club მსოფლიო ჩარტებში ლიდერობს.
საბრინა კარპენტერმა, რომელიც საღამოზე განსაკუთრებული ელეგანტურობით გამოირჩეოდა, „საუკეთესო პოპ სოლო შემსრულებლისა“ და „საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის“ კატეგორიებში გაიმარჯვა.
ალტერნატიული მუსიკის საუკეთესო ალბომის კატეგორიაში კი გამარჯვებული St. Vincent ალბომისთვის All Born Screaming გახდა. ახალგაზრდა ვარსკვლავებთან ერთად, პატივი მიაგეს ლეგენდარულ ჯგუფებსაც. The Beatles-მა „საუკეთესო როკ პერფორმანსის“ ნომინაციაში, სიმღერით Now and Then გაიმარჯვა, ხოლო The Rolling Stones-მა „საუკეთესო როკ ალბომის“ კატეგორიის ჯილდო ალბომით Hackney Diamonds მოიპოვა.