რობერტ დაუნი უმცროსის ეკომეგობრული საცხოვრებელი სახლი - რა არის BINISHELL?
#დეკორიალბათ ყველას ერთხელ მაინც გვინახავს საბავშვო წვეულებებზე გასაბერი სახლი. ოდესმე თუ წარმოიდგენდით, როგორი იქნებოდა მსგავს გასაბერ სახლში ცხოვრება? სწორედ ასეთია Binishell-ის ეკომეგობრული, ფუტურისტული სახლების კონცეფცია, რომლებიც შესაძლოა სულ მალე მომავლის სახლებად მოგვევლინონ. თუ უსაფრთხოებაზე ფიქრობთ, პროექტი ამ ასპექტშიც უპრობლემოა. ბოლოს და ბოლოს, ერთ-ერთი ასეთი სახლის მფლობელი თავად რკინის კაცი - რობერტ დაუნი უმცროსი გახლავთ, რომელიც Binishell-ის პროექტში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.